როგორ ირბინა 5000-მდე ადამიანმა ქველმოქმედებისთვის კახეთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 მაისს, კახეთში, მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. ასიათასობით ადამიანი 33 ქვეყნიდან კვლავ გაერთიანდა იმისთვის, რომ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს.

მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 5000 ადამიანი იყო დარეგისტრირებული, აქედან 600-ზე მეტი უცხოელი 35 ქვეყნიდან.

საქართველოს რბენის გამარჯვებული შარშანდელი პირველადგილოსანი ანატოლი ოლეინიკოვი გახდა, რომელმაც 57.39 კმ გაირბინა. ქალებში პირველობა ლინდა ვან ფლიტმა მოიპოვა - 32,01 კილომეტრით.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

გასულ
წელს, 2014 წლის მსოფლიო რბენის შედეგად, საქართველოდან ფონდში 100 000 ლარი გადაირიცხა.

ავტორი: ირაკლი გედენიძე

მკითხველის კომენტარები / 2 /
5000 აატასი უსსაქმური
qartveli
02:30 05-05-2015
0
ტიპური ღრუზინული კომენტარი. სჯობს .... სახლში ეგდო, ან ღრესტორანში ჩასკდე და ამას საქმიანობა უწოდო :|
eeeh...
09:23 05-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული