ჩუუკა-ჯუმბას ტომის ბელადმა სიკვდილის წინ თავისი ხალხი დაიბარა და ბოლო რჩევა მისცა:
- შორეულ ევრაზიის კონტინენტზე, კავკასიაში, არის ქვეყანა საქართველო, სადაც ფეხბურთსაც თამაშობენ. ჰოდა, ჩემო ძმებო და შვილებო, გაუფრთხილდით ამ ქვეყანას, მის ფეხბურთს. იზრუნეთ მასზე, ცივი ნიავი არ მიაკაროთ!
- ბელადო, ჩვენი თავისთვის ვერ მიგვიხედია, საქართველო რაში გვანაღვლებს?! - გაიკვირვეს ჩუუკელებმა.
- ქართული ფეხბურთს რომ რამე დაემართოს, მსოფლიოში ყველაზე ბედოვლათები ჩვენ ვიქნებით...