დაჯილდოება: ESPN-მა პრიზები დაარიგა

AutoSharing Option
ლოს ანჯელესში გაიმართა ტელეარხ ESPN-ის ყოველწლიური პრემიის - Excellence in Sports Performance Yearly Award-ის (ESPY) გადაცემის ცერემონია.

საუკეთესო უცხოელი სპორტსმენი გახდა "ბარსელონას" ფეხბურთელი ლიონელ მესი. არგენტინელმა აჯობა ნოვაკ ჯოკოვიჩს, ლუის ჰემილტონს, გოლფის ლიდია კოსა და კრიშტიანო რონალდოს, რომელმაც გამოკითხვაში მეხუთე ადგილი დაიკავა.

საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი და NBA-ს საუკეთესო მოთამაშე გახდა "გოლდენ სტეიტის" მცველი სტივენ კარი, საუკეთესო ქალ სპორტსმენად და საუკეთესო მებრძოლად დასახელდა რონდა როუზი. საუკეთესო გუნდის პრემია მიიღო აშშ-ის ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა, რომელმაც 2015 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

ძირითად ნომინაციებში
გამარჯვებულების სია ასეთია:
საუკეთესო სპორტსმენი (კაცი) - სტივენ კარი
საუკეთესო სპორტსმენი (ქალი) - რონდა როუზი
საუკეთესო გუნდი - აშშ-ის ქალთა საფეხბურთო ნაკრები
საუკეთესო მწვრთნელი - სტივ კერი
NBA-ს საუკეთესო მოთამაშე - სტეფან კარი
WNBA-ს საუკეთესო მოთამაშე -მაია მური
NHL-ის საუკეთესო მოთამაშე - ჯონათან ტეივზი
საუკეთესო მებრძოლი - რონდა როუზი
საუკეთესო პილოტი - კევინ ჰარვიკი
საუკეთესო ფეხბურთელი (MLS) - რობი კინი
საუკეთესო უცხოელი სპორტსმენი - ლეო მესი
საუკეთესო გოლფისტი - ჯორდან სპიტი
საუკეთესო გამოსვლა - ლებრონ ჯეიმსი
საუკეთესო ჩოგბურთელი (კაცი) - ნოვაკ ჯოკოვიჩი
საუკეთესო ჩოგბურთელი (ქალი) - სერენა უილიამსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული