სერფინგში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ტურნირის დროს თავს ზვიგენი დაესხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერფინგში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, მიკ ფენინგს საერთაშორისო ტურნირის მსვლელობისას, რომელიც სამხრეთ აფრიკის სანაპიროზე იმართებოდა, დიდი თეთრი ზვიგენი დაესხა თავს.

ზვიგენმა იერიში მაშინ მიიტანა, როცა ფენინგი სტარტისთვის ემზადებოდა. სპორტსმენი დაფიდან წყალში ჩავარდა და მტაცებელი ფეხებით მოიგერია.

ინციდენტის ადგილას ჰიდროციკლებით ძალიან მალე მივიდნენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. ისინი დაეხმარნენ ჩემპიონს ნაპირზე დაბრუნებაში.

"ინსტინქტურად ვიგრძენი, რომ ჩემ უკან რაღაც იყო... შემდეგ გამოჩნდა... მთლიანად დავინახე... ჩემ გარშემო ტრიალებდა", - ჰყვება ფენინგი.

ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა, მაგრამ მიკმა ინტერვიუს დროს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძალიან შეშინებული იყო:
"უბრალოდ, არ მინდა ამის დაჯერება. შოკში ვარ".

საორგანიზაციო კომიტეტმა ტურნირის გაუქმება გადაწყვიტა. საპრიზო ფონდი განაწილდა ფენინგსა და მის თანამემამულე ჯულიან უილსონს შორის, რომელიც პირველი გაეშურა ზვიგენთან მებრძოლი სერფინგისტის საშველად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული