02:44 21-07-2015
სერფინგში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ტურნირის დროს თავს ზვიგენი დაესხა [VIDEO]
AutoSharing Option
ზვიგენმა იერიში მაშინ მიიტანა, როცა ფენინგი სტარტისთვის ემზადებოდა. სპორტსმენი დაფიდან წყალში ჩავარდა და მტაცებელი ფეხებით მოიგერია.
ინციდენტის ადგილას ჰიდროციკლებით ძალიან მალე მივიდნენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. ისინი დაეხმარნენ ჩემპიონს ნაპირზე დაბრუნებაში.
"ინსტინქტურად ვიგრძენი, რომ ჩემ უკან რაღაც იყო... შემდეგ გამოჩნდა... მთლიანად დავინახე... ჩემ გარშემო ტრიალებდა", - ჰყვება ფენინგი.
ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა, მაგრამ მიკმა ინტერვიუს დროს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძალიან შეშინებული იყო: "უბრალოდ, არ მინდა ამის დაჯერება. შოკში ვარ".
საორგანიზაციო კომიტეტმა ტურნირის გაუქმება გადაწყვიტა. საპრიზო ფონდი განაწილდა ფენინგსა და მის თანამემამულე ჯულიან უილსონს შორის, რომელიც პირველი გაეშურა ზვიგენთან მებრძოლი სერფინგისტის საშველად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული