ბრიუსელის ტერაქტის დროს ბელგიის ნაკრების ყოფილი კალათბურთელიც დაშავდა

AutoSharing Option
ბრიუსელის აეროპორტ "ზავენტემში" გუშინ დილით ორი აფეთქება მოხდა, რომელმაც დაახლოებით ოცამდე ადამიანი იმსხვერპლა.

ინტერენეტ-რესურსის lesoir.be-ის ინფორმაციით, დაზარალებულთა შორის აღმოჩნდა ბელგიის საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი სებასტიენ ბელინი.

მან ფეხის არეში მიიღო დაზიანება. კალათბურთელს ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

37 წლის ბელინი კარიერას ბელგიის მეორე დივიზიონში აგრძელებს. ის აეროპორტში ბელგიური კლუბის "ანტვერპენის" თანამშრომლის რანგში იმყოფებოდა. გუნდი ბრიუსელიდან იტალიაში მიემგზავრებოდა "ვარეზეს" წინააღმდეგ FIBA-ევროპას მატჩის სათამაშოდ.

"ანტვერპენის" სხვა წარმომადგენლები არ დაზარალებულან. "ჩვენ არ დაგვინახავს, რაც აეროპორტში მოხდა. გაგვიმართლა, რომ აფეთქების ადგილას
15 წუთით ადრე ვიყავით, სანამ ყველაფერი მოხდებოდა", - განაცხადა კლუბის დირექტორმა ლეო დერიკმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული