წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი დასახელდა, რომელმაც ამ ნომინაციაში აჯობა ლუის ჰემილტონს (ბრიტანეთი, ფორმულა 1), უსაინ ბოლტს (იამაიკა, მძლეოსნობა), სტივენ კარის (აშშ, კალათბურთი), ლიონელ მესის (არგენტინა, ფეხბურთი) და ჯორდან სპაიეტს (აშშ, გოლფი). ჯოკოვიჩი წლის საუკეთესო სპორტსმენად მესამედ დაასახელეს.
ასევე მესამედ მოიპოვა "სპორტული ოსკარი" ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა. მისი კონკურენტები
წლის საუკეთესო გუნდის ნომინაციაში ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრებმა დაამარცხა "ბარსელონა" (ფეხბურთი), აშშ-ის ქალთა ნაკრები (ფეხბურთი), "გოლდენ სტეიტ უორიორზი" (კალათბურთი), "მერსედესი" (ფორმულა 1) და დიდი ბრიტანეთის საჩოგბურთო ნაკრები.
სხვა ნომინაციებში პრიზები ასე განაწილდა:
"წლის დაბრუნების" ჯილდო ერგო ახალი ზელანდიის ნაკრების წევრს დენ კარტერს, "წლის გარღვევის" ნომინაციაში გაიმარჯვა ამერიკელმა გოლფისტმა ჯორდან სპაიეტმა, ხოლო სპეციალური პრიზი - "სპორტის სული" სიკვდილის შემდეგ მიაკუთვნეს ლეგენდარულ ჰოლანდიელ ფეხბურთელს იოჰან კრუიფს. ჯილდო კარლეს პუიოლისგან მისმა ვაჟმა ხორდი კრუიფმა ჩაიბარა.
წლის სპორტსმენი (კაცი)
2015 ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, ჩოგბურთი)
2014 ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, ჩოგბურთი)
2013 სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფორმულა 1)
2012 უსაინ ბოლტი (იამაიკა, მძლეოსნობა)
2011 ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, ჩოგბურთი)
2010 რაფაელ ნადალი (ესპანეთი, ჩოგბურთი)
2009 უსაინ ბოლტი (იამაიკა, მძლეოსნობა)
2008 უსაინ ბოლტი (იამაიკა, მძლეოსნობა)
2007 როჯერ ფედერერი (შვეიცარია, ჩოგბურთი)
2006 როჯერ ფედერერი (შვეიცარია, ჩოგბურთი)
2005 როჯერ ფედერერი (შვეიცარია, ჩოგბურთი)
2004 როჯერ ფედერერი (შვეიცარია, ჩოგბურთი)
2003 მიხაელ შუმახერი (გერმანია, ფორმულა 1)
2002* ლენს არმსტრონგი (აშშ, ველოსპორტი)
2001 მიხაელ შუმახერი (გერმანია, ფორმულა 1)
2000 ტაიგერ ვუდსი (აშშ, გოლფი)
1999 ტაიგერ ვუდსი (აშშ, გოლფი)
* - ლენს არმსტრონგს ჩამოერთვა ოსკარი დოპინგის გამოყენებისთვის
წლის სპორტსმენი (ქალი)
2015 სერენა უილიამსი (აშშ, ჩოგბურთი)
2014 გენზებე დიბაბა (ეთიოპია, მძლეოსნობა)
2013 მისი ფრანკლინი (აშშ, ცურვა)
2012 ჯესიკა ენისი (ბრიტანეთი, მძლეოსნობა)
2011 ვივიან ჩერუიოტი (კენია, მძლეოსნობა)
2010 ლინდსი ვონი (აშშ, თხილამურები)
2009 სერენა უილიამსი (აშშ, ჩოგბურთი)
2008 ელენა ისინბაევა (რუსეთი, მძლეოსნობა)
2007 ჟუსტინ ანენი (ბელგია, ჩოგბურთი)
2006 ელენა ისინბაევა (რუსეთი, მძლეოსნობა)
2005 იანიცა კოსტელიჩი (ხორვატია, თხილამურები)
2004 კელი ჰოლმსი (ბრიტანეთი, მძლეოსნობა)
2003 ანიკა სიორენსტამი (შვედეთი, გოლფი)
2002 სერენა უილიამსი (აშშ, ჩოგბურთი)
2001 ჯენიფერ კაპრიატი (აშშ, ჩოგბურთი)
2000 კეტი ფრიმენი (ავსტრალია, მძლეოსნობა)
1999* მერიონ ჯონსი (აშშ, მძლეოსნობა)
* - მერიონ ჯონსს ჩამოერთვა ჯილდო დოპინგის გამოყენებისთვის
წლის გუნდი
2015 ახალი ზელანდია (რაგბი)
2014 გერმანია (ფეხბურთი)
2013 ბაიერნი (ფეხბურთი)
2012 ევროპა (გოლფი)
2011 ბარსელონა (ფეხბურთი)
2010 ესპანეთი (ფეხბურთი)
2009 ბრაუნ გრანპრი (ფორმულა 1)
2008 ჩინეთის ოლიმპიური ნაკრები
2007 სამხრეთ აფრიკა (რაგბი)
2006 იტალია (ფეხბურთი)
2005 რენო (ფორმულა 1)
2004 საბერძნეთი (ფეხბურთი)
2003 ინგლისი (რაგბი)
2002 ბრაზილია (ფეხბურთი)
2001 ავსტრალია (კრიკეტი)
2000 საფრანგეთი (ფეხბურთი)
1999 მანჩესტერ იუნაიტედი (ფეხბურთი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"