- მსოფლიო რბენამდე რამე გსმენიათ საქართველოზე? რატომ აირჩიეთ საქართველოში სირბილი 2016 წელს?
- სიმართლე გითხრათ მსოფლიო რბენამდე, როდესაც გავიმარჯვე და ეს ქვეყანა ავირჩიე 2016 წელს სარბენად, არც ისე ბევრი რამ ვიცოდი საქართველოზე. მე მინდოდა ისეთ ქვეყანაში სირბილი, სადაც ჯერ არ ვყოფილვარ და ამავდროულად, იქ უნდა სასიამოვნო ამინდი ყოფილიყო სარბენად. ამის გარდა, საქართველოს პეიზაჟებმა და
- 2015 წელს ბრაზილიაში ფიქრობდით, რომ გაიმარჯვებდით?
- სულაც არა. მე დავისახე საკმაოდ ამბიციური მიზანი ჩემთვის, რომელსაც თითქმის მივაღწიე, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს საკმარისი იქნებოდა მოსაგებად. მე ლიდირებში გავედი 21-ე კილომეტრის შემდეგ, ამის შემდეგ ფსიქოლოგიურად რთული იყო სულ იმაზე არ მეფიქრა, რომელ პოზიციას ვიკავებდი იმ მომენტში. ძლივს ვიჯერებდი, რომ მოვიგე. ეს გრანდიოზული გრძნობა იყო.
- წელს რა მიზანი დაისახეთ? როგორ ფიქრობთ, საქართველოშიც გაიმარჯვებთ?
- ცოტა გავზარდე კილომეტრების რაოდენობა, შარშანდელის შემდეგ. ვგეგმავ 65 კილომეტრის გარბენას, სანამ ფინიშ-მანქანა დამეწევა. ძალიან რთული იქნება, მაგრამ მზად ვარ ამ გამოწვევისთვის.
უბედნიერესი ვიქნები, თუ გავიმარჯვებ. დარწმუნებული ვარ, საოცარი დღე იქნება და იმედი მაქვს, შევიძენ ქართველ მეგობრებს, გავიგებ ამ ქვეყანაზე, მის ხალხსა და კულტურაზე რაც შეიძლება ბევრს.
- თქვენი ყველაზე ძლიერი გრძნობები, რაც მსოფლიო რბენას უკავშირდება...
- შარშან სტარტის ხაზთან როცა ვიდექი, ძალიან აღელვებული ვიყავი. პირველი რამდენიმე კილომეტრი ვალდერეი კორდეირო დე ლიმასთან გვერდიგვერდ ვირბინე. ლიმამ ათენის ოლიმპიადაზე 2004 წელს ბრინჯაოს მედალი აიღო. არარეალურად მეჩვენებოდა ეს ყველაფერი.
ვფიქრობ, ახალი რბენა ისევ შთამბეჭდავი იქნება. მე ახლა უფრო მეტი ვიცი Wings for Life ფონდზე და მათ მიზნებზე. წელს მსოფლიო რბენას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. ეს ნამდვილად უნიკალური რბენაა, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი აქვს. იმედი მაქვს, რომ ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ხალხი ჩაერთვება რბენაში და ადამიანები მთელი მსოფლიოს გარშემო გაერთიანდებიან და ერთად დადგებიან, რომ ზურგის ტვინის დაზიანების კვლევებისთვის უფრო მეტი თანხა მოიძიონ.
როგორც ბრაზილიის უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარი, თუმცა სხვა სფეროში, მე ვიცი, რა რთულია კვლევებისთვის თანხების მოძიება, ისეთი მნიშვნელოვანი კვლევებისთვისაც კი, როგორიც ზურგის ტვინის დაზიანებაა. მოხარული ვარ, რომ ამ არაჩვეულებრივ ინიციატივას დიდი წვლილი შეაქვს ასეთ საქმეში.
- რას ეტყოდით მათ, ვისაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მიღება?
- უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ჩაერთოთ ამ რბენაში. აქ გროვდება თანხა ძალიან დიდი საქმისთვის; აბსოლუტურად ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, არ აქვს მნიშვნელობა თქვენს ფიზიკურ ფორმას; ატმოსფერო რბენის დღეს არის საოცრად დადებითი; ყველა მთელი მსოფლიოს გარშემო დარბის ზუსტად ერთსა და იმავე დროს. არც კი წარმომიდგენია მსოფლიო რბენაზე უფრო სახალისო და ამდენი რამის მომცველი ღონისძიება.