14-15 მაისს ბილიარდში, პულის სახეობა 9-იანში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება

AutoSharing Option
14-15 მაისს, ბილიარდის კლუბ "რიოში" ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი ბილიარდში, პულის სახეობა 9-იანში. ტურნირში მონაწილეობას ქვეყნის 16 უძლიერესი სპორტსმენი მიიღებს:

დავით ავაკიანი (რეიტინგი)
ემილ თოფჩიევი (რეიტინგი)
ზურაბ წერეთელი (რეიტინგი)
რუბენ მხითარიანი (რეიტინგი)
ალექსი ჯანგულაშვილი (რეიტინგი)
ზურაბ თუშიშვილი (რეიტინგი)
ლევან შარვაშიძე (რეიტინგი)
ირაკლი მეფარიშვილი (რეიტინგი)
გივი ძებნიაური (შესარჩევი)
მამუკა ანყოსი (შესარჩევი)
ვაჟა გერლიანი (შესარჩევი)
გიორგი კორძაია (შესარჩევი)
გიორგი გუბელიძე (შესარჩევი)
ვანო ველთაური (შესარჩევი)
ლაშა ონიანი (რეგიონის წარმომადგენელი - იმერეთი)
ნიკოლოზ ანთაძე (რეგიონის წარმომადგენელი - აჭარა)

ტურნირი 1/4-ფინალამდე ნახევრად ოლიმპიური სისტემით ჩატარდება, შემდეგ
კი - ოლიმპიური სისტემით. პირველი ეტაპების თამაშები გაიმართება 14 მაისს, ხოლო 1/4-ფინალიდან ფინალის ჩათვლით - 15 მაისს. თამაშები დაიწყება 11:00-იდან. დასწრება თავისუფალია.

მსურველებს შეუძლიათ უყურონ თამაშებს live stream-ის საშუალებით საქართველოს ბილიარდის ეროვნული ფედერაციის პულის ლიგის "ფეისბუქგვერდზე" (იხილეთ ბმული).

საქართველოს ბილიარდის ეროვნული ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული