შეჯიბრი მიეძღვნა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას! დევიზით - "არა ძალადობას", რომელიც ეძღვნება ძალადობის მსხვერპლს, უდროოდ დაღუპულ გაბრიელ-ბეგი მამალაძის ხსოვნას.
სტარტის აღებამდე, ბეგი მამალაძის დედამ მონაწილეებს მაისურები დაურიგა და ემოციური სიტყვით მიმართა.
გარბენი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა და მიუხედავათ თავდაუზოგავი ბრძოლისა, 2015 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულმა, თბილისის 120-ე სკოლის ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა პირველობა არ
ღონისძიება დასრულდა სიმბოლური გარბენით, რომელშიც ორგანიზატორებმა და დამსწრე საზოგადოებამ მიიღო მონაწილეობა ბეგის ხსოვნის საპატივცემულოდ.
შეჯიბრის ორგანიზატორები არიან საქართველოს ბავშვთა მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია და საქართველოს ფედერაცია "სპორტი ყველასათვის" ქალბატონი მაია აზარაშვილის ხელმძღვანელობით.
შეჯიბრის მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.