მესაფლავეთა ჩემპიონატი: საფლავი ნახევარ საათში

AutoSharing Option
უჩვეულო შეჯიბრი გაიმართა გასულ კვირას უნგრეთის ქალაქ დებრეცენში. იქ "სპორტსმენები" ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ... საფლავის სწრაფად ამოთხრაში.

ტურნირი, ქალაქის სასაფლაოზე იმართებოდა. მასში მონაწილეობა მიიღო 18 გუნდმა. თითო გუნდი ორი ადამიანისგან შედგებოდა.

გამარჯვებულებმა 200x80 x160 სანტიმეტრი ზომის საფლავი ნახევარ საათზე ნაკლებ დროში ამოთხარეს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ახლა, უნგრეთის საუკეთესო მესაფლავეები საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრებიან, სადაც პირველობისთვის ჩეხ, სლოვაკ და პოლონელ კონკურენტებს შეეჯიბრებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული