ისტორიაში პირველად საქართველო ISF-ის მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის გიმნაზიადაზე გამოვა

AutoSharing Option
პირველად, საქართველოს ისტორიაში, ჩვენი ქვეყნის სკოლის მოსწავლეები, მონაწილეობას იღებენ ISF-ის 2016 წლის მსოფლიო სასკოლო გიმნაზიადაში, რომელიც 1972 წლიდან ტარდება.

დღეს საქართველოს დელეგაცია გაემგზავრა თურქეთში, ქალაქ ტრაპზონში, სადაც 11-დან 18-ივლისამდე იმართება მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის გიმნაზიადა შემდეგ სახეობებში: მხატვრული ტანვარჯიში, რითმული ტანვარჯიში, აერობიკა, ცურვა , ჭადრაკი , ფარიკაობა, მშვილდოსნობა, მძლეოსნობა, ძიუდო, კარატე, ჭიდაობა, ჩოგბურთი

გიმნაზიადაზე საქართველო წარდგება კარატეს, ძიუდოს და ჭიდაობის თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ სახეობებში.

ჩვენი დებიუტანტები შეხვდებიან 40-მდე სკოლის გუნდს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც მათთვის ნამდვილი გამოწვევა და ძალიან კარგი გამოცდილება
იქნება.

არსებობს მოლოდინიც, რომ საქართველოს დელეგაცია ხელცარიელი არ ჩამოვა.

შეჯიბრებები 13, 14 და 15 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული