დღეს საქართველოს დელეგაცია გაემგზავრა თურქეთში, ქალაქ ტრაპზონში, სადაც 11-დან 18-ივლისამდე იმართება მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის გიმნაზიადა შემდეგ სახეობებში: მხატვრული ტანვარჯიში, რითმული ტანვარჯიში, აერობიკა, ცურვა , ჭადრაკი , ფარიკაობა, მშვილდოსნობა, მძლეოსნობა, ძიუდო, კარატე, ჭიდაობა, ჩოგბურთი
გიმნაზიადაზე საქართველო წარდგება კარატეს, ძიუდოს და ჭიდაობის თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ სახეობებში.
ჩვენი დებიუტანტები შეხვდებიან 40-მდე სკოლის გუნდს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც მათთვის ნამდვილი გამოწვევა და ძალიან კარგი გამოცდილება
არსებობს მოლოდინიც, რომ საქართველოს დელეგაცია ხელცარიელი არ ჩამოვა.
შეჯიბრებები 13, 14 და 15 ივლისს გაიმართება.