ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა ფანჩულიძემ ახალი ამბავი გვიამბო.
"ჩემპიონატი ძალიან დიდ დონეზე იყო ორგანიზებული, მასში მონაწილეობას იღებდა 38 ქვეყნის წარმომადგენელი, სულ 2800 სპორტსმენი.
ასევე, ტურნირის ფარგლებში გაიმართა ფორუმი, სადაც განიხილებოდა მიმდინარე პრობლემები და სამომავლო გეგმები.
კუნგ-ფუს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა, ბატონმა ფუ-ბიაომ და ყველა ქვეყნის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი და მზაობა იმისი, რომ ევროპის და ასევე, მსოფლიოს ჩემპიონატი უახლოეს