ვაკო ყაზაიშვილის ვიდეომიმართვა ოჯახის დაკავებულ წევრთან დაკავშირებით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ვაკო ყაზაიშვილის ვიდეომიმართვა palitranews.ge-ზე გავრცელდა.

ვიდეო ფეხბურთელს შსს-ს მიერ დაკავებულ ნოდარ ნიშნიანიძესთან ერთად აქვს ჩაწერილი.

როგორც "პალიტრანიუსს" ფეხბურთელმა განუცხადა, ნოდარ ნიშნიანიძე მისი ოჯახის წევრია და იქიდან გამომდინარე, რომ სამართალდამცველების მხრიდან მუდმივად ელოდა დაკავებას, ვიდეომიმართვა მასთან ერთადაც ჩაწერა, სადაც ის უარყოფს, რომ მას რაიმე ტიპის იარაღი ჰქონდეს სახლში.

აქვე გეტყვით, რომ ნოდარ ნიშნიანიძე ვაკო ყაზაიშვილის ცოლის, გვანცა ნიშნიანიძის ძმა არის.

ნო
დარ ნიშნიანიძე სამართალდამცველებმა 4 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ ნოდარ ნიშნიანიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა ამოიღო.
მკითხველის კომენტარები / 15 /
რას ნიშნავს მუდმივად ელოდა დაკავებას? ვინაა ასეთი? პოლიტიკოსი? ავსტრიის ნაკრების მთავარი ძალა - ალაბა თუ არნაუტოვიჩი? ეჰ, ვაკო, ვაკო...
alexandre
12:59 08-09-2016
0
ნაცებს მაგრად ჩაეხუტე,ვისთვისაც თავს იკლავ და რაგაცას ლაპრაკობ ისიც არ გატყუებდეს დამპალი ნაცების გულისთვის
vakos
03:09 08-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული