სხვადასხვა

საინტერესო ამბები

ბათუმში, თელავსა და გორში სპორტის სასახლეების მშენებლობა იწყება

AutoSharing Option
ბათუმში, ხიმშიშვილისა და ორბელიანის ქუჩების გადაკვეთაზე მშენებარე სპორტის სასახლის საძირკველში დღეს სიმბოლური კაფსულა ჩაიდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კაფსულას მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად ჩაუშვებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის იქნება განკუთვნილი. აღნიშნული კომპლექსი რეგიონში, როგორც პროფესიული სპორტის, ასევე მასობრივი სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს. სასახლის დიდი დარბაზი 2 500, ხოლო პატარა დარბაზი 600 სტუმარზეა გათვლილი.

დღესვე, მშენებლობის ადგილზე მშენებელ კომპანიასა და სამინისტროს
შორის ხელშეკრულება გაფორმდება.

"პროექტი "სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება და 2016-17 წლებში საქართველოში სამი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე სპორტის სასახლეები აშენდება თელავში, ბათუმსა და გორში. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულებაა 33 850 000 აშშ დოლარი, ხოლო სრული პროგრამის ღირებულება მეორე ეტაპის ჩათვლით 54 350 000 დოლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს კანადური კომპანია "ბეჰლენ ინდუსტრი" განახორციელებს", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, სამი სპორტული ობიექტის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყება და 2017 წლის ზაფხულში დასრულდება.

ipn.ge