გამოცემის ინფორმაციით, ლეგენდარულმა კალათბურთელმა ჯამში 1.7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, აქედან, 93 მილიონი - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გამოსვლისას. ამასთან, ამ თანხაში არ არის შესული ჯორდანის სასპონსორო კონტრაქტები. ექს-კალათბურთელის შემოსავლის დიდი ნაწილი უკავშირდება სპორტული ფეხსაცმლის მწარმოებელ საკუთარ ბრენდს. გარდა ამისა, მაიკლს სამუდამო კონტრაქტი აქვს კომპანია Nike-თან.
ჯორდანის შემდეგ, რეიტინგში სამი გოლფისტი მოდის - ტაიგერ ვუდსი (1.65 მილიარდი დოლარი), ამა წლის სექტემბერში, 87 წლის
ყველა დროის 20 ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა რეიტინგში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს გოლფს (ხუთი), ოთხ-ოთხი - კალათბურთსა და კრივს, სამი - ფეხბურთს, ორი - ავტოსპორტს და თითო - ჩოგბურთსა (როჯერ ფედერერი, 600 მილიონი) და ბეისბოლს (ალექს როდრიგესი, 545 მილიონი).
ამ ოცეულის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია - 29 წლის ლიონელ მესი. "ბარსელონას" ლიდერი სიაში მე-17 ადგილზეა 520 მილიონი დოლარით. მასზე წინ არიან 31 წლის ლებრონ ჯეიმსი (640 მილიონი) და კრიშტიანო რონალდო (620 მილიონი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"