ბელა ხოტენაშვილმა საქართველოს ჩემპიონობა ვადამდე გაინაღდა

AutoSharing Option
თბილისის ჭადრაკის სასახლეში დღეს დამთავრდება მოჭადრაკე ქალთა საქართველოს 74-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც წრიული სიტემით 10 დიდოსტატი, საერთაშორისო და ფიდეს ოსტატი მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირში სხვადასხვა მიზეზით არ ასპარეზობენ დიდოსტატები ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი და ლელა ჯავახიშვილი. ჩემპიონატის საპრიზო ფონდია 17.500 ლარი, რომელიც პირველ-მეხუთე ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებზე ასე განაწილდება: I ადგილი - 5.500 ლარი, II - 4.500, III - 3.500, IV - 2.500, V - 1.500 ლარი.

გასულ უქმეებზე სამი ტურის შეხვედრები გაიმართა.

VI ტური.
ანა კუჭავა-სოფიკო ხუხაშვილი 0.5:0.5, თამარ წერეთელი-სოფიო
გვეტაძე 0.5:0.5, სალომე მელია-მირანდა მიქაძე 0:1, ბელა ხოტენაშვილი-მერი არაბიძე 1:0, ნინო ხურციძე-ნინო ხომერიკი 1:0.

VII ტური.
ხომერიკი-კუჭავა 1:0, არაბიძე-ხურციძე 0.5:0.5, მიქაძე-ხოტენაშვილი 0.5:0.5, გვეტაძე-მელია 0:1, ხუხაშვილი-წერეთელი 0:1.

გუშინ ბოლოსწინა, მე-8 ტურის ორთაბრძოლებში შედეგიანი მხოლოდ ერთი პარტია აღმოჩნდა - საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ნინო ხურციძემ მირანდა მიქაძე დაამარცხა და გათამაშების ცხრილის მეორე საფეხურზე გადაინაცვლა.

ერთპიროვნული ლიდერი ბელა ხოტენაშვილი თეთრი ფიგურებით სოფიო გვეტაძეს შეუთანხმდა ყაიმზე, მოაგროვა 6.5 ქულა და საქართველოს ჩემპიონობა ვადამდე მოიპოვა.

დაზავდნენ კუჭავა-წერეთელი, მელია-ხუხაშვილი, ხომერიკი-არაბიძე. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელთა ვინაობა დღეს გაირკვევა.

რვა ტურის შემდეგ: ბელა ხოტენაშვილი-6.5, ნინო ხურციძე-5.5, სალომე მელია-5, მერი არაბიძე, სოფიო გვეტაძე-4.5-4.5, თამარ წერეთელი-4, ნინო ხომერიკი-3.5, მირანდა მიქაძე, ანა კუჭავა-2.5-2.5, სოფიკო ხუხაშვილი-1.5 ქულა.

დღეს მეცხრე ტურში ითამაშებენ: მერი არაბიძე-ანა კუჭავა, მირანდა მიქაძე-ნინო ხომერიკი, სოფიო გვეტაძე-ნინო ხურციძე, სოფიკო ხუხაშვილი-ბელა ხოტენაშვილი, თამარ წერეთელი-სალომე მელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული