ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ნანა ძაგნიძე დაწინაურდა

AutoSharing Option
საქართველოს რვა დიდოსტატი მონაწილეობს რიგაში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატში. 13 აპრილს მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ შეჯიბრების 12 მონაწილე დაწინაურდა. მათ შორის გახლდათ ნანა ძაგნიძე, რომელმაც მესამე ტურში შავი ფიგურებით უნგრელი პეტრა პაპი დაამარცხა და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში.

ლიდერთა ჯგუფის დანარჩენი წევრები დაზავდნენ. ყაიმზე შეთანხმდნენ: ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია)-ელიზაბეტ პეტცი (გერმანია), საჰარ ჰოლტი (გერმანია)-მარია მუზიჩუკი (უკრაინა), მარინა ბრუნელო (იტალია)-ალისა გალიამოვა (რუსეთი), ზეინაბ მამედიაროვა (აზერბაიჯანი)-ნატალია ჟუკოვა (უკრაინა), ულვია ფატალიევა (აზერბაიჯანი)-ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი).

ძაგნიძის გარდა, ქართველთა
პარტიები ასე დასრულდა: ლელა ჯავახიშვილი-იულია ოსმაკი (უკრაინა) 0.5:0.5, ნინო ხომერიკი-ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი) 0:1, ბელა ხოტენაშვილი-ტაისია გარა (უნგრეთი) 1:0, სოფიო გვეტაძე-სალომე მელია 0.5:0.5, მერი არაბიძე-ანასტასია საზონოვა (რუსეთი) 1:0, ირინა უტიაცკაია (რუსეთი)-ნინო ბაციაშვილი 0:1.

სამი ტურის შემდეგ ქართველთა მაჩვენებლები ასეთია: ძაგნიძე-3, ხოტენაშვილი, არაბიძე-2.5-2.5, ჯავახიშვილი, გვეტაძე, მელია, ბაციაშვილი-2-2, ხომერიკი-1.5 ქულა.

დღეს, 14 აპრილს, მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული