მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ზედიზედ ორი ფრე

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე რუსულ ხანტი-მანსიისკში დაიწყო მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 10-10 ნაკრები მონაწილეობს.

მანდილოსანთა შორის მედლებისთვის ბრძოლაში ჩაებნენ წინა პირველობის გამარჯვებული ქართველი დიდოსტატები (ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია, კაპიტანი დავით ჯოჯუა), რუსები, ჩინელები, უკრაინელები, ინდოელები, პოლონელები, ვიეტნამელები, ამერიკელები, აზერბაიჯანელები და ეგვიპტელები.

I ტური. ინდოეთი-საქართველო 2:2 (ჰარიკა დრონავალი-ნანა ძაგნიძე 1:0, ლელა ჯავახიშვილი-ეიშა კარავადე 0.5:0.5, რუთ რადმინი-ბელა ხოტენაშვილი 0.5:0.5, ნინო ბაციაშვილი-სუბარამან ვაიალაქშმი 1:0), აშშ-უკრაინა 1.5:2,5, პოლონეთი-აზერბაიჯანი 3.5:0.5, ეგვიპტე-ვიეტნამი 0:4, რუსეთი-ჩინეთი 3:1.

II ტური. საქართველო-პოლონეთი
2:2 (ნანა ძაგნიძე-მონიკა სოჩკო 1:0, იოლანტა ზავადსკა-ბელა ხოტენაშვილი 0:1, ნინო ბაციაშვილი-კლაუდია კულონი 0:1, იოანა მაიდანი-სალომე მელია 1:0), უკრაინა-ჩინეთი 2:2, ვიეტნამი-რუსეთი 1:3, აზერბაიჯანი-ეგვიპტე 4:0, აშშ-ინდოეთი 1.5:2.5.

III ტური. ეგვიპტე-საქართველო, ინდოეთი-უკრაინა, პოლონეთი-აშშ, რუსეთი-აზერბაიჯანი, ჩინეთი-ვიეტნამი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული