მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალები რუსებთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
20 ივნისს, ხანტი-მანსიისკში მიმდინარე მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-4 ტურის პარტიები გათამაშდა.

მანდილოსანთა ტურნირში საქართველოს ნაკრები მასპინძელთა გუნდთან 1.5:2.5 დამარცხდა (ნანა ძაგნიძე-ალექსანდრა კოსტენიუკი 0:1, ლელა ჯავახიშვილი-კატერინა ლაგნო 0:1, ბელა ხოტენაშვილი-ვალენტინა გუნინა 1:0, ნინო ბაციაშვილი-ალექსანდრა გორიაჩკინა 0.5:0.5).

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა: უკრაინა-ვიეტნამი 3:1, აზერბაიჯანი-ჩინეთი 2:2, აშშ-ეგვიპტე 3.5:0.5, ინდოეთი-პოლონეთი 2.5:1.5.

ოთხი ტურის შემდეგ: რუსეთი (10.5)-7, უკრაინა (10)-7, ინდოეთი (8.5)-5, საქართველო (9.5), პოლონეთი (9), აზერბაიჯანი (8.5), ჩინეთი (7.5)-4-4, აშშ (8.5)-3, ვიეტნამი (7.5)-2, ეგვიპტე (0.5)-0 ქულა.

მე-5 ტურში ითამაშებენ: ჩინეთი-საქართველო, პოლონეთი-უკრაინა, ეგვიპტე-ინდოეთი, რუსეთი-აშშ,
ვიეტნამი-აზერბაიჯანი.

ვაჟები
ბელორუსი-რუსეთი 1:3, ნორვეგია-უკრაინა 1:3, პოლონეთი-თურქეთი 1.5:2.5, ჩინეთი-ეგვიპტე 3.5:0.5, ინდოეთი-აშშ 3,5:0.5.

ოთხი ტურის შემდეგ: ჩინეთი (11.5), რუსეთი (11)-7-7, პოლონეთი (9.5), თურქეთი (9)-6-6, ინდოეთი (9), უკრაინა (8.5)-4-4, აშშ (6.5)-3, ნორვეგია (6.5)-2, ბელორუსი (5.5)-1, ეგვიპტე (3.5)-0 ქულა.

მე-5 ტურში: აშშ-ბელორუსი, ეგვიპტე-ინდოეთი, თურქეთი-რუმინეთი, უკრაინა-პოლონეთი, რუსეთი-ნორვეგია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვერ მოგვიგებს
მიშა
00:15 22-06-2017
0
ჩინეთი მოგვიგებს!
ქუთაისელი
13:03 21-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული