"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა

AutoSharing Option
ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც იცით, ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების პირველი ნომერი (2509) ლოზანაში გამართული მსოფლიო გრან პრის გამარჯვებული გახდა.

აღსანიშნავია, რომ ლოზანაში პლანეტის საუკეთესო 12 ქალი მოჭადრაკე იყო წარმოდგენილი და სასიხარულოა, რომ ქართველმა გოგონამ ასეთ მნიშვნელოვან და რთულ შეჯიბრებაში მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

ძაგნიძე ბოლო შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერს, რუს ალექსანდრა გორიაჩკინას დაუპირისპირდა და სასურველი ფრე დააფიქსირა.

"ლოზანაში გამართული გრან-პრის გამარჯვებას ვუძღვნი ექიმებს, რომლებიც მსოფლიო პრობლემას ებრძვიან ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით ადამიანს ადამიანთა შორის ბატონ ამირან
გამყრელიძეს! რომელიც ყოველთვის გვერდით მედგა ჩემთვის მძიმე წუთებში.

სამი კვირის წინ ჩემმა ჩინელმა კოლეგებმა მთხოვეს, ჩამეწერა მათთვის გასამხნევებელი ვიდეო კოლაჟისათვის წარმატებული სპორცმენების თანადგომისა. მათ შეძლეს გაემარჯვათ და იმედია ჩვენც ერთად გავიმარჯვებთ!", - წერს ძაგნიძე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბრავო!!
Biankonneri
13:11 14-03-2020
0
დროა ქალი მწრთნელები მოვიზიდო ფეხბურთში, თორე ამ უნიჭოებისგან არაფერი გამოდის ხომ ხედავთ.
ddgfdf
13:06 14-03-2020
3

სიახლეები პოპულარული