მთავარი დამნაშავე კასპაროვია? - გაფრინდაშვილის საქმე

AutoSharing Option
ნონა გაფრინდაშვილმა რომ Netflix-ს სერიალ "ლაზიერის გამბიტში" გადმოცემული არასწორი ფაქტების, სექსისზმისა და ეროვნების არასწორად გადმოცემის გამო უჩივლა, საზოგადოებამ იცის, თუმცა აღნიშნულ საქმეზე გარი კასპაროვის შესახებ არ დაწერილა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკედ აღიარებული გარი კასპაროვი იყო Netflix-ის კონსულტანტი და კარგად იცოდა, რომ გაფრინდაშვილი კაცების შეჯიბრებებში მონაწილეობას იღებდა და  ცნობები მისი ეროვნების შესახებაც არ აკლდა.

როცა საქმე მსგავსი შინაარსის ფილმებისა თუ სერიალების გადაღებას ეხება, Netflix-ის მსგავსი დიდი ტელესტუდიები კონსულტანტად იმ სფეროდან, რომლის გარშემოც სიუჟეტის გადაღებას აპირებენ, საუკეთესოებს არჩევენ. ასე
მოიქცნენ კასპაროვის შემთხვევაშიც...

თუმცა, ზუსტად არავინ იცის, რა ინფორმაცია მიაწოდა თუ დაუდასტურა გარი კასპაროვმა სერიალის გადამღებ ჯგუფს. თუმცა, მან კარგად იცოდა ნონა გაფრინდაშვილის ეროვნებისა და კაცების წინააღმდეგ გამართული მატჩების შესახებ.

რამდენიმე დღეა, რაც ცნობილი გახდა, რომ გაფრინდაშვილმა Netflix-ს უჩივლა, კასპაროვის განცხადება კი არსად ჩანს, ეს კი ეჭვებს აძლიერებს, რომ არასწორი ინფორმაციის წყარო, შესაძლოა, გარი კასპაროვი იყოს.

მკითხველის კომენტარები / 44 /
დღესაც რუსები ვგონივართ მაგალითად ესპანეთში და იტალიაში.
1
ხალხნო! გაფრინდაშვილიც, კასპაროვიც, პეტროსიანიც, და ტალიც იყვნენ საბჭოთა (რაც, სამწუხაროდ, მსოფლიოსთვის მაშინ "რუსეთს" ნიშნავდა) მოჭადრაკეები.
ასე რომ, მათ მსოფლიოში ძირითადად იცნობდნენ, როგორც რუსებს. არა და არიან შესაბამისად: ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი და ლატვიელი მსოფლიოს ჩემპიონები.
ასევე, ჩვენი განთქმული ოლომპიური ჩემპიონები: სანეევი, შავლაყაძე, ხაბარელი, ჩოჩიშვილი, ანპილოგოვი, საკანდელიძე, ქორქია და ბევრი სხვა საზღვარგარეთისთვის ითვლებოდნენ საბჭოთა სპორტსმენებად. და ეს არც არის გასაკვირი.
მითხარით, ბევრმა ჩვენთაგანმა იცოდა რამე ხორვატიის, ბოსნიის, მაკედონიის, მონტენეგროსი, სლოვენიისა და სლოვაკეთის ოლიმპიური, მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონების შესახებ?
კონსტანტინე
22:40 20-09-2021
29

სიახლეები პოპულარული