მთავარი დამნაშავე კასპაროვია? - გაფრინდაშვილის საქმე

AutoSharing Option
ნონა გაფრინდაშვილმა რომ Netflix-ს სერიალ "ლაზიერის გამბიტში" გადმოცემული არასწორი ფაქტების, სექსისზმისა და ეროვნების არასწორად გადმოცემის გამო უჩივლა, საზოგადოებამ იცის, თუმცა აღნიშნულ საქმეზე გარი კასპაროვის შესახებ არ დაწერილა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკედ აღიარებული გარი კასპაროვი იყო Netflix-ის კონსულტანტი და კარგად იცოდა, რომ გაფრინდაშვილი კაცების შეჯიბრებებში მონაწილეობას იღებდა და  ცნობები მისი ეროვნების შესახებაც არ აკლდა.

როცა საქმე მსგავსი შინაარსის ფილმებისა თუ სერიალების გადაღებას ეხება, Netflix-ის მსგავსი დიდი ტელესტუდიები კონსულტანტად იმ სფეროდან, რომლის გარშემოც სიუჟეტის გადაღებას აპირებენ, საუკეთესოებს არჩევენ. ასე
მოიქცნენ კასპაროვის შემთხვევაშიც...

თუმცა, ზუსტად არავინ იცის, რა ინფორმაცია მიაწოდა თუ დაუდასტურა გარი კასპაროვმა სერიალის გადამღებ ჯგუფს. თუმცა, მან კარგად იცოდა ნონა გაფრინდაშვილის ეროვნებისა და კაცების წინააღმდეგ გამართული მატჩების შესახებ.

რამდენიმე დღეა, რაც ცნობილი გახდა, რომ გაფრინდაშვილმა Netflix-ს უჩივლა, კასპაროვის განცხადება კი არსად ჩანს, ეს კი ეჭვებს აძლიერებს, რომ არასწორი ინფორმაციის წყარო, შესაძლოა, გარი კასპაროვი იყოს.

მკითხველის კომენტარები / 44 /
დღესაც რუსები ვგონივართ მაგალითად ესპანეთში და იტალიაში.
ava
29 სექტემბერი 2021 12:24
1
ხალხნო! გაფრინდაშვილიც, კასპაროვიც, პეტროსიანიც, და ტალიც იყვნენ საბჭოთა (რაც, სამწუხაროდ, მსოფლიოსთვის მაშინ "რუსეთს" ნიშნავდა) მოჭადრაკეები.
ასე რომ, მათ მსოფლიოში ძირითადად იცნობდნენ, როგორც რუსებს. არა და არიან შესაბამისად: ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი და ლატვიელი მსოფლიოს ჩემპიონები.
ასევე, ჩვენი განთქმული ოლომპიური ჩემპიონები: სანეევი, შავლაყაძე, ხაბარელი, ჩოჩიშვილი, ანპილოგოვი, საკანდელიძე, ქორქია და ბევრი სხვა საზღვარგარეთისთვის ითვლებოდნენ საბჭოთა სპორტსმენებად. და ეს არც არის გასაკვირი.
მითხარით, ბევრმა ჩვენთაგანმა იცოდა რამე ხორვატიის, ბოსნიის, მაკედონიის, მონტენეგროსი, სლოვენიისა და სლოვაკეთის ოლიმპიური, მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონების შესახებ?
კონსტანტინე
20 სექტემბერი 2021 22:40
29
იურიდიულად თუ მიუდგები, არ აქვთ ეროვნებით რუსად გამოცხადების უფლება.
!!!
22 სექტემბერი 2021 17:52
0
და იურე საქართველო სუვერენული რესპუბლიკა იყო! და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი იყო, კარგად გაერკვიათ, დე-იურე და არ გამოკიდებოდა ნეთფლიქსი დე-ფაქტოს არ იქნებოდა სკანდალი. თუმც ეს სკანდალი კარგია.
ლაშა ბრეგვაძე
22 სექტემბერი 2021 13:54
0
ყველა გამოხმაურება
მხ. კასპაროვი ყველ დროის საუკეთესო მოჭადრაკე როდის აქეთაა. ბნელა ? თუ ბნელა ხო, მარა, დღე როა ! ფიშერიც რომ თამაშობდა ჭადრაკს დავივიწყოთ ? ტალიც გადაადგილებდა ჭადრაკის ფიგურებს დაფაზე ხადახან, არ ვთქვათ ?
დ.დ.
20 სექტემბერი 2021 17:35
10
ბატონებო, ფილმში მარტო იმას კი არ ამბობენ ნონას არ უთამაშია და მოუგია კაცებისთვისო, საერთოდ ქალ მოჭადრაკეებზეა საუბარი. გახსოვთ ალბათ დები პოლგარები, ერთ-ერთი მგონი იუდიტი თავიდან ქალებში საერთოდ არ თამაშობდა და ათეულის კაცი მოჭადრაკეებიც ბევრი ჰყავს დამარცხებული. საერთოდ კი რა უგნურებასთან გვაქვს საქმე? კონსულტატის გარეშე არ უნდა იცოდეს ასეთი ფირმის კორესპოდენტმა, რომ მსოფლიოში ათობით ქალი მოჭადრაკეა (მათ შორის ნონა გაფრინდაშვილი), რომლებსაც ვაჟთა დიდოსტატის წოდება აქვს მიღებული. ვაჟებთან უთამაშებლად ეს, როგორ მოხდებოდა?
ჟორა გაბრიჭიძე
20 სექტემბერი 2021 15:41
0
რა შუაშია კასპაროვი?

ვისაც ფილმი ნანახი გაქვთ. კასპაროვს რომც გაეფრთხილებინა აქვს გაფრინდაშვილს მოგებული კაცებისთვისო, შეცვლიდნენ რამეს?

სიტუაციის დრამატიზებისთვის, სჭირდებოდათ, რომ იმ მომენტისთვის არავის კაცისთვის მოგებული არ ქონოდო და მორჩა. რეალურად კიდევ, როგორც ჩანს საბჭოთა კავშირი იმ დროისთვის უფრო წინ წასული ყოფილა კაცსა და ქალს შორის ჭადრაკში თანასწორობის ამბავში ვიდრე დანარჩენი მსოფლიო და მაგას ხომ ვერ იტყოდნენ ფილმში რომელიც გარკვეულ სექსისტურ დისკრიმინაციაზეა დრამატირებული? ხოდა მაგის აღიარებამდე, რაც ფილმს მთელ ინტრიგას დაუკარგავდა, ერჩივნათ გაფრინდაშვილის გვარი არ ეხსენებიათ საერთოდ და ამით არც ჭადრაკის ისტორია და არც ქ-ნი ნონას ბიოგრაფია დაემახინჯებინათ.

მეორეც, ქალები რომ უფრო სუსტები ჩანან ჭადრაკში ეგ რა თქმა უნდა არაა გონებრივი პოტენციალის ამაბავი. უბრალოდ გაცილებით ნაკლები ქალი ირჩევს ჭადრაკის გზას ცხოვრებაში ვიდრე ჩვენ, კაცები. შეაბამისად 1 მოჭადრაკე ქალზე სავარაუდოდ მოდის 20 მამაკაცი (მსოფლიოს ვგულისხმობ და არა საქართველოს) ან მეტი და შედეგად რა თქმა უნდა მეტი კაცი ტალანტი ჩნდება ვიდრე ქალი. ამიტომ, დღეს რომ გაერთიანდეს ჭადრაკი, ნომერ პირველი ქალი მოჭადრაკე შეიძლება აღმოჩნდეს მე-60-ე კაცთა რეიტინგში და მასაც კი დაეკარგება სტიმული ჭადრაკი გააგრძელოს. მაგიტომ არის ჯერ კიდევ დაყოფილი სქესისი მიხედვით, რათა სტიმული მიეცეს ქალთა ჭადრაკს. მე პირადად არ ვეთანხმები ასეთ მიდგომას და გაერთიანების მომხრე ვარ.
რა შუაშია კასპაროვი..?
20 სექტემბერი 2021 11:41
5
კასპაროვი ასე ვთქვათ კონსულტაციას უწევდა რეჟისორს,სცენარისტებს...ანუ მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა მაგრამ სცენარისტს მაინც ვერ შეაცვლევინებ თუ მიაწვა თავის აზრს.ისე ეს სერიალი ეფუძნება წიგნს,რომელიც ქართულად სულ ახლახანს ითარგმნა,წიგნი გაცილებით კარგია და ნონას შესახებ ზუსტი ინფორმაცია არის მოცემული,მაგრამ მელა სცენარისტმა თავის ჭკუაზე გააკეთა მაინც ყველაფერი.მერე ძაან არ ჩიოდნენ ქალის უფლებებზე ახლა სსრკში,უბრალოდ მთელი იმპერია მოცული იყო ჭადრაკის მანიით არადა ინდოეთი-ჭადრაკის სამშობლოც კი არ ცდილობდა კომპეტენტური მოთამაშეების გაწვრთნას.უბრალოდ ცდილობდა სსრკ ეჩვენებინა რომ ინტელექტუალურად მაღლა იდგნენ,ჭადრაკში ისე მცირე გამოცდილება მაქვს მაგრამ ვიტყვი რომ მთავარი საქმე ინტელექტი არაა,ენერგიულობა და ფსიქოლოგიური სიძლიერე გჭირდება,უნდა შეგეძლოს ცოტა მომავლის ჭვრეტაც ანუ შესაძლო განვითარების დანახვა
ნიკო
20 სექტემბერი 2021 16:33
1
რისი გაერთიანების? ქალთა და მამაკაცთა ჭადრაკის?
ჟორა
20 სექტემბერი 2021 15:44
0
არაფერ შუაშია აქ სექსისზმი. ქალები როგორც ყველა სპორტში მათ შორის ჭადრაკში სუსტები არიან კაცებზე. კი ბატონო გაფრინდაშვილი ნამდივლად სწორად მოიქცა და უნდა ეჩივლა კიდეც იმიტომ რომ ნამდვილად დაამარცხებული ყავს კაცი მოჭადრაკეები, რომლებიც კარგ მოჭადრაკეებად ითვლებოდნენ მაგრამ არც ერთი არ იყო ტოპ ათეულში. გაფრინდაშვილი შეხვდა 35 კაც მოჭადრაკეს და აქედან მხოლოდ 7 დაამარცხა, დამარცხებულებიდან არც ერთი არ იყო საუკეთესო ათეულში მაგრამ რა თქმა უნდა ძლიერ მოჭადრაკეებად ითვლებოდნენ. კასპაროვს ნამდვილად შეშურდა ალბათ
აკაკი
20 სექტემბერი 2021 10:14
12
მთავარს არ ამბობთ.
ზურაბი
20 სექტემბერი 2021 08:24
3
ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. ასეთ დროს აუცილებლად უნდა უჩივლო. ერთიცაა. ფილმს ისედაც არ აკლდა პოპულარობა და ახლა ხელახალი ინტერესი გაჩნდება სულერთია მოიგებს სასამართლოს თუ წააგებს. მეორე მხრივ საკმაოდ ფართო აჟიოტაჟის გამო ახალი თაობის უამრავი ადამიანი გაიგებს ვინ არის მსოფლიოს ქალთა ჭადრაკის GOAT და რა მაგარი იყო ნონა გაფრინდაშვილი. ესეც მიუხედავად იმისა მოიგებს თუ არა სასამართლოს. თითქმის დარწმუნებული მაქვს მოიგებს.
არტ
20 სექტემბერი 2021 03:56
1
საჩივარი ჩვენთვის საამაყო იქნებოდა მაშინ-როცა ნონა გაფრინდაშვილი-როგორც ქართველი მანდილოსანი მორალურ კომპენსაციას მოითხოვდა და არა ფინანსურს.როგორ,რა ,,ფორმულებით'' იანგარიშა მისთვის მიყენებული მორალური ზიანის შესატყვისი თანხა დოლარებში-მოსამართლეებშიც,როგორც ჩვენში ღიმილს გამოიწვევს მხოლოდ.მე შემრცხვა.სხვისი არ ვიცი.
giorgi janikashvili
20 სექტემბერი 2021 18:43
12
ჭკვიანური კომენტარია.
nanka2002
20 სექტემბერი 2021 16:22
2
ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. ასეთ დროს აუცილებლად უნდა უჩივლო. ერთიცაა. ფილმს ისედაც არ აკლდა პოპულარობა და ახლა ხელახალი ინტერესი გაჩნდება სულერთია მოიგებს სასამართლოს თუ წააგებს. მეორე მხრივ საკმაოდ ფართო აჟიოტაჟის გამო ახალი თაობის უამრავი ადამიანი გაიგებს ვინ არის მსოფლიოს ქალთა ჭადრაკის GOAT და რა მაგარი იყო ნონა გაფრინდაშვილი. ესეც მიუხედავად იმისა მოიგებს თუ არა სასამართლოს. თითქმის დარწმუნებული მაქვს მოიგებს.
არტ
20 სექტემბერი 2021 03:56
0
Lasha
20 სექტემბერი 2021 03:01
1

სიახლეები პოპულარული