მთავარი დამნაშავე კასპაროვია? - გაფრინდაშვილის საქმე

AutoSharing Option
ნონა გაფრინდაშვილმა რომ Netflix-ს სერიალ "ლაზიერის გამბიტში" გადმოცემული არასწორი ფაქტების, სექსისზმისა და ეროვნების არასწორად გადმოცემის გამო უჩივლა, საზოგადოებამ იცის, თუმცა აღნიშნულ საქმეზე გარი კასპაროვის შესახებ არ დაწერილა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკედ აღიარებული გარი კასპაროვი იყო Netflix-ის კონსულტანტი და კარგად იცოდა, რომ გაფრინდაშვილი კაცების შეჯიბრებებში მონაწილეობას იღებდა და  ცნობები მისი ეროვნების შესახებაც არ აკლდა.

როცა საქმე მსგავსი შინაარსის ფილმებისა თუ სერიალების გადაღებას ეხება, Netflix-ის მსგავსი დიდი ტელესტუდიები კონსულტანტად იმ სფეროდან, რომლის გარშემოც სიუჟეტის გადაღებას აპირებენ, საუკეთესოებს არჩევენ. ასე
მოიქცნენ კასპაროვის შემთხვევაშიც...

თუმცა, ზუსტად არავინ იცის, რა ინფორმაცია მიაწოდა თუ დაუდასტურა გარი კასპაროვმა სერიალის გადამღებ ჯგუფს. თუმცა, მან კარგად იცოდა ნონა გაფრინდაშვილის ეროვნებისა და კაცების წინააღმდეგ გამართული მატჩების შესახებ.

რამდენიმე დღეა, რაც ცნობილი გახდა, რომ გაფრინდაშვილმა Netflix-ს უჩივლა, კასპაროვის განცხადება კი არსად ჩანს, ეს კი ეჭვებს აძლიერებს, რომ არასწორი ინფორმაციის წყარო, შესაძლოა, გარი კასპაროვი იყოს.

მკითხველის კომენტარები / 44 /
ბბს, სნნ, ევრონიუსი, დოიჩე ველო რავიცი ყველა წამყვანი არხი ამ თემაზე სიუჟეტებს აკეთებს. მინიმუმ ქვეყანა ფილმი და ნონა კარგად გაპიარდა. სულ რო არაფერი მადლობა ნონას რომ კიდევ ერთხელ მთელ მსოფლიოს გააგებინა ჩვენზე და მის მიღწევებზე
Gia
19 სექტემბერი 2021 15:07
1
ქალბატონო ნონა, თქვენ მარცხს მიჩვეული არ ხართ,ჰოდა ამჯერათაც გაიმარჯვებთ, რაც ძალიან გამახარებს. გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს.
Sake
19 სექტემბერი 2021 16:29
1
მაგ ნეტვლიქსის და ამერიკის სიყვარულში არ ჩაიკარგო ჯიგარო .მზე საიდან ამოდის შენთვის ნიუორკიდან თუ ვაშინგტონიდან .დარწმუნებული ვარ არ გეცოდინება.ნაღდი მზეც და მთვარეც ჩვენთვის ჩვენი ქვეყანაა მატრაკვეცობას თუ შეეშვებით ეს ძალად პატრიოტები თქვენთვის უფრო უკეთესია.თორე აქტუალობა დიდი ხანია დაკარგული გაქვთ.ნონა მაგარია და ნაღდი ქართველია.
zaza
19 სექტემბერი 2021 18:43
3
გენაცვალე სულში!
shoda
19 სექტემბერი 2021 21:31
0
გარი გასპაროვს დარწმუნებული ვარ თავისი ნამდვილი გვარიც აღარ ახსოვს (ვაინშტაინი).აშკარად შეეშალა ,რომ ნონას არ დაუკავშირდა და ინფორმაცია არ დააზუსტა.აბა მაგაზე დაწერონ,რომ რუსია ,არ იჩივლებს ?
ტოტო
19 სექტემბერი 2021 15:06
3
საშინელი პროტესტი გამიჩნდა ფილმის ყურებისას… ვიღაცეები წერენ დოკუმენტური ხომ არ არის ეს ფილმი ზუსტ ფაქტებს რომ
მითხოვთო.. არ ფენტეზისს ჟანრიაააა 21 საუკუნეში არასწორი ფაქტები გაავრცელო
ანი
19 სექტემბერი 2021 18:49
1
რუსისგან რას უნდა ელოდე სხვას. მტელი რუსეთი ეგრე ფიქრობს, საქართველო სახელმწიფო არ გონიათ და რუსეთის ნაწილად არიქვამენ.
...
19 სექტემბერი 2021 16:29
21
რუსი კი არა სომეხი
tazo
19 სექტემბერი 2021 16:46
4
კასპაროვი რუსი არ არის... თანაც რუსეთის მტერია...
tngh
20 სექტემბერი 2021 15:04
0
ყველა გამოხმაურება
მხ. კასპაროვი ყველ დროის საუკეთესო მოჭადრაკე როდის აქეთაა. ბნელა ? თუ ბნელა ხო, მარა, დღე როა ! ფიშერიც რომ თამაშობდა ჭადრაკს დავივიწყოთ ? ტალიც გადაადგილებდა ჭადრაკის ფიგურებს დაფაზე ხადახან, არ ვთქვათ ?
დ.დ.
20 სექტემბერი 2021 17:35
10
ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. ასეთ დროს აუცილებლად უნდა უჩივლო. ერთიცაა. ფილმს ისედაც არ აკლდა პოპულარობა და ახლა ხელახალი ინტერესი გაჩნდება სულერთია მოიგებს სასამართლოს თუ წააგებს. მეორე მხრივ საკმაოდ ფართო აჟიოტაჟის გამო ახალი თაობის უამრავი ადამიანი გაიგებს ვინ არის მსოფლიოს ქალთა ჭადრაკის GOAT და რა მაგარი იყო ნონა გაფრინდაშვილი. ესეც მიუხედავად იმისა მოიგებს თუ არა სასამართლოს. თითქმის დარწმუნებული მაქვს მოიგებს.
არტ
20 სექტემბერი 2021 03:56
1
ჭკვიანური კომენტარია.
nanka2002
20 სექტემბერი 2021 16:22
2
საჩივარი ჩვენთვის საამაყო იქნებოდა მაშინ-როცა ნონა გაფრინდაშვილი-როგორც ქართველი მანდილოსანი მორალურ კომპენსაციას მოითხოვდა და არა ფინანსურს.როგორ,რა ,,ფორმულებით'' იანგარიშა მისთვის მიყენებული მორალური ზიანის შესატყვისი თანხა დოლარებში-მოსამართლეებშიც,როგორც ჩვენში ღიმილს გამოიწვევს მხოლოდ.მე შემრცხვა.სხვისი არ ვიცი.
giorgi janikashvili
20 სექტემბერი 2021 18:43
12
რაო? კასპაროვიო? რას აბობთ? ყურებს არ ვუჯერებ! დიდ დემოკრატი, ჰუმანისტი, ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი და ქალტა დისკრიმინაცია? შეუძლებელია :)
იდალგო
19 სექტემბერი 2021 14:44
4
რა შუაშია კასპაროვი?თვითონ ნოველაშიც ეწერა და თვითნებურად ამოიღესო,ტექსტიდან.კასპაროვს საჭადრაკო ნიუანსებზე მოსთხოვდნენ ინფორმაციას და თუ ისტორიაზეც ჰკითხეს,არ შეიძლება არ სცოდნოდა და ტყუილს რატომ იტყოდა?
სოსო
19 სექტემბერი 2021 14:33
11

სიახლეები პოპულარული