მთავარი დამნაშავე კასპაროვია? - გაფრინდაშვილის საქმე

AutoSharing Option
ნონა გაფრინდაშვილმა რომ Netflix-ს სერიალ "ლაზიერის გამბიტში" გადმოცემული არასწორი ფაქტების, სექსისზმისა და ეროვნების არასწორად გადმოცემის გამო უჩივლა, საზოგადოებამ იცის, თუმცა აღნიშნულ საქმეზე გარი კასპაროვის შესახებ არ დაწერილა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკედ აღიარებული გარი კასპაროვი იყო Netflix-ის კონსულტანტი და კარგად იცოდა, რომ გაფრინდაშვილი კაცების შეჯიბრებებში მონაწილეობას იღებდა და  ცნობები მისი ეროვნების შესახებაც არ აკლდა.

როცა საქმე მსგავსი შინაარსის ფილმებისა თუ სერიალების გადაღებას ეხება, Netflix-ის მსგავსი დიდი ტელესტუდიები კონსულტანტად იმ სფეროდან, რომლის გარშემოც სიუჟეტის გადაღებას აპირებენ, საუკეთესოებს არჩევენ. ასე
მოიქცნენ კასპაროვის შემთხვევაშიც...

თუმცა, ზუსტად არავინ იცის, რა ინფორმაცია მიაწოდა თუ დაუდასტურა გარი კასპაროვმა სერიალის გადამღებ ჯგუფს. თუმცა, მან კარგად იცოდა ნონა გაფრინდაშვილის ეროვნებისა და კაცების წინააღმდეგ გამართული მატჩების შესახებ.

რამდენიმე დღეა, რაც ცნობილი გახდა, რომ გაფრინდაშვილმა Netflix-ს უჩივლა, კასპაროვის განცხადება კი არსად ჩანს, ეს კი ეჭვებს აძლიერებს, რომ არასწორი ინფორმაციის წყარო, შესაძლოა, გარი კასპაროვი იყოს.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თუ რამე, ვფიქრობ მწერალს უნდა ვედავოდ. როგორც პირველადი წყაროს ავტორს. კინოსტუდიაც მისკენ გაიშვერს ხელს,
იღბალო
20 სექტემბერი 2021 00:35
3
წაიკითხეთ წიგნი,ქართულად ითარგმნა,შედევრია.სერიალზე იტყვით რას ჰგავსო,იმხელა განსხვავებებია.წიგნში მწერალი ნინოზე პატივისცემით და სამართლიანად საუბრობს,სცენარისტმა შეცვალა ყველაფერი,რაც შეიძლება საუკეთესო რომ ყოფილიყო პერსონაჟი
ნიკო
20 სექტემბერი 2021 16:37
1
მწერალს წიგნში სულ სხვა რამ უწერია
ზაალი
20 სექტემბერი 2021 02:21
0
ყორისფელს მევითფენ, მარა იი ელოსტოუნი რეიზა აგვიანებს ნეტაი?!
ნატურალი გურული
19 სექტემბერი 2021 21:08
2
საშინელი პროტესტი გამიჩნდა ფილმის ყურებისას… ვიღაცეები წერენ დოკუმენტური ხომ არ არის ეს ფილმი ზუსტ ფაქტებს რომ
მითხოვთო.. არ ფენტეზისს ჟანრიაააა 21 საუკუნეში არასწორი ფაქტები გაავრცელო
ანი
19 სექტემბერი 2021 18:49
1
მაგ ნეტვლიქსის და ამერიკის სიყვარულში არ ჩაიკარგო ჯიგარო .მზე საიდან ამოდის შენთვის ნიუორკიდან თუ ვაშინგტონიდან .დარწმუნებული ვარ არ გეცოდინება.ნაღდი მზეც და მთვარეც ჩვენთვის ჩვენი ქვეყანაა მატრაკვეცობას თუ შეეშვებით ეს ძალად პატრიოტები თქვენთვის უფრო უკეთესია.თორე აქტუალობა დიდი ხანია დაკარგული გაქვთ.ნონა მაგარია და ნაღდი ქართველია.
zaza
19 სექტემბერი 2021 18:43
3
გენაცვალე სულში!
shoda
19 სექტემბერი 2021 21:31
0
არა მგონია კასპაროვი იყოს შუაში, რადგანაც უოლტერ ტევისს წიგნშიც ასევე აქვს აღწერილი. უბრალოდ ვფიქრობ ყურადღება არ გაუმახვილებიათ ამ ფაქტისთის და ისევე გადმოიტანეს ფილმში, როგორც წიგნში იყო აღწერილი. ნეტფლიქსიც ამ არგუმენტით აიცილებს სარჩელს.
იღბალო
19 სექტემბერი 2021 18:02
19
რუსისგან რას უნდა ელოდე სხვას. მტელი რუსეთი ეგრე ფიქრობს, საქართველო სახელმწიფო არ გონიათ და რუსეთის ნაწილად არიქვამენ.
...
19 სექტემბერი 2021 16:29
21
რუსისგან კარგს რომ არ უნდა ელოდო მართალი ხართ.მაგრამ კასპაროვი ერთ ერთი კარგი რუსია იმ მცირეთაგან,პუტინის მტერიცაა და კრემლის კრიტიკოსიც.აქ ვიტყვი ვისაც გამოსავალს რუსებთან ხედავთ თქვენს დედებს მოკითხვა ჩემგან.უმეცრები სხვანაირად ფიქრობენ მაგრამ რუსული პოლიტიკა ოდითგანვე ილტვოდა დიადი რუსეთის შექმნისკენ.სადაც მის ხელში იქნებოდა კავკასია და მცირე აზია.თანამედროვე კრემლიც ასე ფიქრობს,დადებილებული ჰყავთ ხალხი,გვეუბნებიან რუსეთმა გაგათავისუფლათო და გიხსნათო.რომელი იყო ხსნა:ქართული სამეფო სამთავროების დაპყრობა,გაუქმება მეფობის,ეკლესიებში რუსულად წირვა ლოცვა თუ წითლების შემოსვლა,ეკლესიების ნგრევა და რუსულის სახელმწიფო ენად გამოცხადება?თუ 9 აპრილს ქუჩაში 19 ახალგაზრდას მოკვლა,დანარჩენების დამახინჯება.ან მიწების ოკუპაცია და ყოველ თვეში ადამიანებია გატაცებაა ხსნა?სხვათაშორის დიად რუსეთს მხარს უჭერდა ცნობილი მწერალი დოსტოევსკი)))კარგი მწერალი,მაგრამ იმპერიალისტი და მისი პოლიტიკა ეროვნული ქართველისთვის მიუღებელი უნდა იყოს.
ნიკო
20 სექტემბერი 2021 16:49
2
კასპაროვი რუსი არ არის... თანაც რუსეთის მტერია...
tngh
20 სექტემბერი 2021 15:04
0
ყველა გამოხმაურება
ქალბატონო ნონა, თქვენ მარცხს მიჩვეული არ ხართ,ჰოდა ამჯერათაც გაიმარჯვებთ, რაც ძალიან გამახარებს. გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს.
Sake
19 სექტემბერი 2021 16:29
1
ბბს, სნნ, ევრონიუსი, დოიჩე ველო რავიცი ყველა წამყვანი არხი ამ თემაზე სიუჟეტებს აკეთებს. მინიმუმ ქვეყანა ფილმი და ნონა კარგად გაპიარდა. სულ რო არაფერი მადლობა ნონას რომ კიდევ ერთხელ მთელ მსოფლიოს გააგებინა ჩვენზე და მის მიღწევებზე
Gia
19 სექტემბერი 2021 15:07
1
გარი გასპაროვს დარწმუნებული ვარ თავისი ნამდვილი გვარიც აღარ ახსოვს (ვაინშტაინი).აშკარად შეეშალა ,რომ ნონას არ დაუკავშირდა და ინფორმაცია არ დააზუსტა.აბა მაგაზე დაწერონ,რომ რუსია ,არ იჩივლებს ?
ტოტო
19 სექტემბერი 2021 15:06
3
სისულელე თან რამხელა.ახლა კასპაროვს მიადექით ხო და ბაიდენს რა უჭირს.დდ რა მოტივი უნდა ქონოდ კასპაროვს ნონას დასაკნინებლად.მიაქარეს ფილმის ავტორებმა და თვითონ კომპანიამ მორჩა.დაიკიდეს
zaza
19 სექტემბერი 2021 14:55
49
ან კასპაროვზე რატომ გწყინს აუგი და ან ბაიდენს რას მიადექი? მზე ჩრდილოთიდან ხომ არ ამოდის?
ვანია
19 სექტემბერი 2021 15:44
14

სიახლეები პოპულარული