მთავარი დამნაშავე კასპაროვია? - გაფრინდაშვილის საქმე

AutoSharing Option
ნონა გაფრინდაშვილმა რომ Netflix-ს სერიალ "ლაზიერის გამბიტში" გადმოცემული არასწორი ფაქტების, სექსისზმისა და ეროვნების არასწორად გადმოცემის გამო უჩივლა, საზოგადოებამ იცის, თუმცა აღნიშნულ საქმეზე გარი კასპაროვის შესახებ არ დაწერილა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკედ აღიარებული გარი კასპაროვი იყო Netflix-ის კონსულტანტი და კარგად იცოდა, რომ გაფრინდაშვილი კაცების შეჯიბრებებში მონაწილეობას იღებდა და  ცნობები მისი ეროვნების შესახებაც არ აკლდა.

როცა საქმე მსგავსი შინაარსის ფილმებისა თუ სერიალების გადაღებას ეხება, Netflix-ის მსგავსი დიდი ტელესტუდიები კონსულტანტად იმ სფეროდან, რომლის გარშემოც სიუჟეტის გადაღებას აპირებენ, საუკეთესოებს არჩევენ. ასე
მოიქცნენ კასპაროვის შემთხვევაშიც...

თუმცა, ზუსტად არავინ იცის, რა ინფორმაცია მიაწოდა თუ დაუდასტურა გარი კასპაროვმა სერიალის გადამღებ ჯგუფს. თუმცა, მან კარგად იცოდა ნონა გაფრინდაშვილის ეროვნებისა და კაცების წინააღმდეგ გამართული მატჩების შესახებ.

რამდენიმე დღეა, რაც ცნობილი გახდა, რომ გაფრინდაშვილმა Netflix-ს უჩივლა, კასპაროვის განცხადება კი არსად ჩანს, ეს კი ეჭვებს აძლიერებს, რომ არასწორი ინფორმაციის წყარო, შესაძლოა, გარი კასპაროვი იყოს.

მკითხველის კომენტარები / 44 /
ბბს, სნნ, ევრონიუსი, დოიჩე ველო რავიცი ყველა წამყვანი არხი ამ თემაზე სიუჟეტებს აკეთებს. მინიმუმ ქვეყანა ფილმი და ნონა კარგად გაპიარდა. სულ რო არაფერი მადლობა ნონას რომ კიდევ ერთხელ მთელ მსოფლიოს გააგებინა ჩვენზე და მის მიღწევებზე
1
ქალბატონო ნონა, თქვენ მარცხს მიჩვეული არ ხართ,ჰოდა ამჯერათაც გაიმარჯვებთ, რაც ძალიან გამახარებს. გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს.
Sake
16:29 19-09-2021
1

სიახლეები პოპულარული