ჭადრაკი

ჭადრაკი

ხუთს სძლია, ოთხს დაუზავდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ქალაქ ვანდევრეში გუშინ დასრულდა მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალი, რომლის უძლიერესთა ჯგუფში საპრიზო ადგილებისთვის პაექრობაში ჩვიდმეტი ქვეყნის 72 წარმომადგენელი ჩაება.

მათ შორის თბილისელი დიდოსტატები - თორნიკე სანიკიძე და დავით ლობჟანიძე. ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა საქართველოს ექსჩემპიონმა, 2008 დრეზდენის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულ საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელმა თორნიკე სანიკიძემ.

8 ტურში მან 6,5 ქულას მოუყარა თავი: ხუთ მეტოქეს სძლია (ალან ბორდას, ბენოტ თადეის, როი საპთარშს, მიხაილ ნაუბს, იან-პიერ ლე როუქსს), ხოლო სამ მოწინააღმდეგეს დაუზავდა (კრისტიან ბაუერს, დმიტრი სვეტუშკინს, თიჯკუმარს), ბოლო ტურში ქულა გაიყო
ალბერტო დავიდთან.

გუშინ ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ ვადიმ მალახატკო-კრისტიან ბაუერი, დმიტრი სვეტუშკინი-როი საპტარში, მაქსიმლაგარდი-ბორია იდერი, მატიუ კორნეტმა ჯულიენ სონგი დაამარცხა, მიხაილ ჰაუბმა ჯულიენ სონგს, ბენოტ თადეიმ არგიადიფ დასს სძლია.

ცხრა ტურის შემდეგ სანიკიძემ და ფრანგმა ბაუერმა 7-7 ქულა მოაგროვეს. უკეთესი კოეფიციენტით პირველი ადგილი ჩვენებურმა დაიკავა და მთავარი პრიზიც მას ერგო, ბაუერი მეორეზე გავიდა. 6,5-6,5 ქულით, შესაბამისად, მესამე-მეშვიდე ადგილები გაინაწილეს სვეტუშკინმა (მოლდოვა), კორნეტმა (საფრანგეთი), დავიდმა (ლუქსემბურგი), ჰაუბმა (გერმანია) და თადეიმ (საფრანგეთი). დავით ლობჟანიძემ 5,5 ქულით მე-16 ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"