ჭადრაკი

ჭადრაკი

ქართველი მოჭადრაკეები ირანში ლიდერს ქულით ჩამორჩებიან

AutoSharing Option
ირანულ თავრიზში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე ხუთი ტური მიილია. უდანაკარგოდ ლიდერობს პურია დარინი (ირანი), რომელმაც გუშინ თეთრი ფიგურებით რასულ იბრაჰიმოვი (აზერბაიჯანი) დაამარცხა. 4,5-4,5 ქულა მოაგროვეს ეჰსან მაგჰამი ჩაემმა (ირანი) და ტიგრან კოტანჯიანმა (სომხეთი), რომლებმაც, შესაბამისად, რასოლ ჩანბარის (ირანი) და იბრაჰიმ ანმადინიას (ირანი) სძლიეს.

ქართველ მოჭადრაკეთა ბოლო ტურის პარტიები ასე დამთავრდა: გაიოზ ნიგალიძე - ლევან ფანცულაია 0,5:0,5, შოთა აზალაძე - ასგარ გოლიზადენი (ირანი) 0,5:0,5, სოჰეი ასნააშარი (ირანი) - მალხაზ სულაშვილი 0:1, სორუშ ასნააშარი (ირანი) - ბაჩანა მორჩიაშვილი 0:1. ხუთივე ქართველმა მოჭადრაკემ 4-4
ქულას მოუყარა თავი და მეოთხე-მეთვრამეტე ადგილებს იყოფენ.

მეწინავენი მე-6 ტურში ასე დაწყვილდნენ: კოტანჯიანი (4,5) - დარინი (5), ფანცულაია (4) - ჩაემი (4,5), იბრაჰიმოვი (4) - ჩანბარი (4), მორჩიაშვილი (4) - რასულოვი (4), ხალესი (4) - კოვალიოვი (4), გოლიზადენი (4) - ჰუსეინზადენი (4), სევდიმალიევი (4) - ნიგალიძე (4), სულაშვილი (4) - არიანეჯადი (4), ჰურესმაელი (4) - აზალაძე (4).

შეჯიბრების დამთავრებამდე 6 ტური დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"