ბელა ხოტენაშვილი გრან პრის გათამაშებაში ლიდერობას მუზიჩუკთან ერთად იყოფს

AutoSharing Option
მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან პრის გათამაშების მე-7 ტურში შესანიშნავად ითამაშეს ქართველმა დიდოსტატებმა: ბელა ხოტენაშვილმა შავი ფიგურებით ლიტველი ევროპის ჩემპიონი ვიქტორია ჩმილიტე დაამარცხა 44-ე სვლაზე. ნანა ძაგნიძეს შავებით 40 სვლა დასჭირდა ოლგა გირიას (რუსეთი) დასაშამათებლად.

დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა: თუვშინთუგს ბათჩიმეგი (მონგოლეთი) - ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) 0:1, კატერინა ლაგნო (უკრაინა) - ჰოუ იფანი (ჩინეთი) 0:1, ანა უშენინა (უკრაინა) - ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი) 0:1, ანა მუზიჩუკი (სლოვენია) - ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) 1:0
შვიდი ტურის შემდეგ: ხოტენაშვილი, მუზიჩუკი - 5-5, ვენძიუნი - 4,5,
კოსინცევა, იფანი, ლაგნო, ძაგნიძე - 4-4, უშენინა - 3,5, კოსტენიუკი - 2,5, ბათჩიმეგი, ჩმილიტე - 2-2, გირია - 1,5 ქულა.

11 მაისს მე-8 ტურში ითამაშებენ: კოსტენიუკი - ვენძიუნი, ჰოუ იფანი - უშენინა, ძაგნიძე - ლაგნო, კოსინცევა - გირია, ხოტენაშვილი - მუზიჩუკი, ბათჩიმეგი - ჩმილიტე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული