საჭადრაკო აკადემია თბილისში ოფიციალურად გაიხსნა

AutoSharing Option
ჯერ კიდევ შვიდი წლის წინათ ევროპის 2003 წლის ჩემპიონის - დიდოსტატ ზურაბ აზმაიფარაშვილის ძალისხმევით, თბილისში საჭადრაკო აკადემია გაიხსნა, მაგრამ უსახსრობის გამო მალევე შეწყვიტა არსებობა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობით, აკადემიამ ფუნქციონირება წლეულს, მაისში განაახლა.

და აი, 20 ივლისს, ჭადრაკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია ოფიციალურად გაიხსნა, რომელსაც ესწრებოდნენ ფიდეს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი, ხუთ-ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონები - ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და სხვები.

აკადემიას, რომელშიც ქართველი და უცხოელი სპეციალისტების დახმარებით ოსტატობას აიმაღლებენ ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრები, ასაკობრივ პირველობებში გამარჯვებულები, მარინე მილორავა უხელმძღვანელებს.

ფიდესა და საჭადრაკო აკადემიას შორის გაფორმდა მემორანდუმი. საპატიო სტუმარმა მასპინძლებს ისიც აუწყა, რომ ფიდეს ხელშეწყობით, თბილისში ნონა გაფრინდაშვილის სახელობის გრანდიოზული საჭადრაკო აკადემიის მშენებლობა დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული