პირველ ტურში წილისყრით ჩვენებურები - ბაადურ ჯობავა და ბელა ხოტენაშვილი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
მე-40 სვლაზე ბელამ ბაადურს საათი გააჩერებინა და გათამაშების ცხრილში პირველი მოგება ჩაიწერა.
იუ იანი (ჩინეთი)-ლელა ჯავახიშვილი 1:0, ალიონა ლამი (ჰოლანდია)-მიხეილ მჭედლიშვილი 0,5:0,5, რაუფ მამედოვი (აზერბაიჯანი)-ნინო ბაციაშვილი 1:0, ივან ლოპეს სალგადო (ესპანეთი)-სოფიკო გურამიშვილი 1:0.
27 ნოემბერს მე-2 ტურის შეხვედრები გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"