გარი კასპაროვი უკრაინის გვერდში

AutoSharing Option
ლეგენდარული რუსი მოჭადრაკე გარი კასპაროვი უკრაინის დედაქალაქ კიევს ესტუმრა, სადაც ერთდროული თამაშის სეანსი ჩაატარა უკრაინელი ჯარისკაცების მხარდასაჭერად.

სეანსში მონაწილეობას იღებდნენ სამხედროები, ფრონტის მებრძოლები, პოლიტიკოსები და აგრეთვე, მოხალისეები. აღსანიშნავია, რომ კასპაროვისთვის ეს იყო პირველი სტუმრობა კიევში ბოლო 10 წლის განმავლობაში.

კასპაროვმა საკუთარი ხელმოწერით დამშვენებული ჭადრაკის დაფა გამოიტანა აუქციონზე. მისი გაყიდვით მიღებული თანხა უკრაინის არმიას მოხმარდება. ლოტის საწყისი ფასია - 10 ათასი გრივნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული