მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატი: სამი ნახევარფინალისტი ცნობილია

AutoSharing Option
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გრძელდება მოჭადრაკე ვაჟთა 74-ე ეროვნული ჩემპიონატი ნოკაუტ-სისტემით.

14 იანვარს მეორე წრის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს ნაკრების წევრმა ლევან ფანცულაიამ მეორე პარტიაც მოუგო დავით ბენიძეს, მეორე ბარიერიც მშრალი ანგარიშით გადალახა და ნახევარფინალში გავიდა.

წარმატებით ითამაშა ჩემპიონატზე რეიტინგით მეორე ნომერმა დავით ჯოჯუამ, რომელმაც გუშინ გიგა ყუფარაძეს მოუგო, ორი პარტიის ჯამში კი 1,5:0,5 გაიმარჯვა. მსგავსი ანგარიშით მერაბ გაგუნაშვილმა ლუკა პაიჭაძეს აჯობა.

ნახევარფინალური ოთხეულის მეოთხე წევრის ვინაობა 15 იანვარს გაირკვევა, რადგან რეიტინგფავორიტ მიხეილ მჭედლიშვილისა და თორნიკე სანიკიძის შეხვედრა დამთავრდა ფრედ
- 1:1.

მეტოქეები დღეს ორ 15-წუთიან პარტიას გაითამაშებენ, ყოველ სვლაზე 10-10 წამის დამატებით. თუ ეს პაექრობაც ფრედ დამთავრდება, გამარჯვებულს ხუთწუთიანი ბლიცები დაასახელებს.

ნახევარფინალის პირველი პარტია 16 იანვარს გაიმართება. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან - ჯოჯუა-ფანცულაია, გაგუნაშვილი და სანიკიძე-მჭედლიშვილს შორის უძლიერესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული