გარი კასპაროვს გაქრობას უპირებენ

AutoSharing Option
ლეგენდარული რუსი მოჭადრაკის, გარი კასპაროვის სახელი სპორტული საზოგადოება "სპარტაკის" ისტორიის შესახებ წიგნიდან ამოშალეს. მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს იმედი აქვს, რომ "პუტინის ლაქიებს" ძალიან დიდი დრო დასჭირდებათ იმისთვის, რომ კასპაროვის გვარი ამოძირკვონ ყველა დოკუმენტიდან.

"მიმაჩნია, რომ თუ პუტინის ლაქიებს სურთ ჩემი სახელის ამოღება საბჭოთა და რუსული რეკორდების თითოეული წიგნიდან, მათ ამისთვის დიდი დრო დასჭირდებათ", - დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მოჭადრაკემ.

სპორტული საზოგადოება "სპარტაკი" 80 წლის გახდა. საიუბილეო გამოცემაში 200 გამოჩენილი სპარტაკელისთვის მოინახა ადგილი. გამონაკლისი აღმოჩნდა რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული