"მიმაჩნია, რომ თუ პუტინის ლაქიებს სურთ ჩემი სახელის ამოღება საბჭოთა და რუსული რეკორდების თითოეული წიგნიდან, მათ ამისთვის დიდი დრო დასჭირდებათ", - დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მოჭადრაკემ.
სპორტული საზოგადოება "სპარტაკი" 80 წლის გახდა. საიუბილეო გამოცემაში 200 გამოჩენილი სპარტაკელისთვის მოინახა ადგილი. გამონაკლისი აღმოჩნდა რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.