ამის მიზეზი კორუპცია გახლავთ. ასევე დისკვალიფიკაცია მიიღო საერთაშორისო ფედერაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, სინგაპურელმა იგნატიუს ლეონგმა.
ფედერაციის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გაარკვია, რომ შარშან, ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნების წინ, კანდიდატმა კასპაროვმა და მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა ლეონგმა გარიგება დადეს.
კერძოდ, კასპაროვმა 500 ათასი დოლარი გადაუხადა სინგაპურელს იმ დელეგატების ხმების სანაცვლოდ, რომლებიც აზიის რეგიონს წარმოადგენდნენ.
საბოლოოდ, კასპაროვმა არჩევნები წააგო და ფედერაციის პრეზიდენტად გადაირჩიეს კირსან ილუმჟინოვი.
ადრე გაჩნდა
იმავე პერიოდში ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, კასპაროვი და ლეონგი დამნაშავედ სცნეს ორგანიზაციის მორალური კოდექსის დარღვევაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"