საქართველოს ჩემპიონმა ლელა ჯავახიშვილმა გათამაშების ცხრილში მეორე ქულა ჩაიწერა - თეთრი ფიგურებით ბელა ხოტენაშვილი დაამარცხა.
წარმატებით ითამაშა ოლგა გირიამაც (რუსეთი) - მანაც თეთრებით ჩინელ ჟაო სიუეს აჯობა. პირველი გამარჯვებები მოიპოვეს ევროპის ექსჩემპიონებმა - ელმირა სკრიპჩენკომ (საფრანგეთი) და ვალენტინა გუნინამ, რომლებმაც, შესაბამისად, მსოფლიოს ექსჩემპიონი მარია მუზიჩუკი (უკრაინა) და ელინა დანიელიანი (სომხეთი) დაამარცხეს. ნინო ბაციაშვილი შავი ფიგურებით მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს (რუსეთი) დაუზავდა,
ორი ტურის შემდეგ: ჯავახიშვილი, გირია - 2, სკრიპჩენკო - 1.5, ა. მუზიჩუკი, ძაგნიძე, გუნინა, ბაციაშვილი - 1-1, მ. მუზიჩუკი, კოსტენიუკი, ჟაო სიუე, ხოტენაშვილი, დანიელიანი - 0.5-0.5 ქულა.
დღეს, 22 აპრილს მე-3 ტურში ითამაშებენ: ხოტენაშვილი-კოსტენიუკი, ა. მუზიჩუკი-ჯავახიშვილი, სკრიპჩენკო-ძაგნიძე, გუნინა-მ. მუზიჩუკი, ჟაო სიუე-დანიელიანი, ბაციაშვილი-გირია.
23 აპრილი. მე-4 ტური. კოსტენიუკი-გირია, დანიელიანი-ბაციაშვილი, მ. მუზიჩუკი-ჟაო სიუე, ძაგნიძე-გუნინა, ჯავახიშვილი-სკრიპჩენკო, ხოტენაშვილი-ა. მუზიჩუკი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"