ქალთა ტურნირში ორი ტურის შემდეგ 4-4 ქულით პირველ-მეორე ადგილებს ბათუმის "ნონა" და "მონტე კარლო" იყოფდნენ. სწორედ ისინი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძე შავი ფიგურებით მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჰოუ იფანთან დამარცხდა. ასევე შავი ფიგურებით მესამე დაფაზე ბელა ხოტენაშვილმა მსოფლიოს ექსჩემპიონ მარია მუზიჩუკთან წააგო, სალომე მელიამ ორგზის ევროპის ჩემპიონ პია კრამლინგს აჯობა, ხოლო ნინო ბაციაშვილი ანა მუზიჩუკს დაუზავდა. ამდენად, "მონტე კარლომ" 2.5:1.5 გაიმარჯვა და ლიდერობა შეინარჩუნა.
დანარჩენი შეხვედრები:
სამი ტურის შემდეგ: "მონტე კარლო", "იუგრა" - 6-6, "ნონა", "ოდლარ იურდუ", "ლადია" - 4-4 ქულა.
დღეს მე-4 ტურში "ნონა" - "ოდლარ იურდუს", "მონტე კარლო" კი "იუგრას" შეხვდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
დროა გოგოებს ეს ფედერაცია გვერდზე დაუდგეს ისე როგორც საჭიროა,ოლიმპიადის საათი ჩართულია,დრო არ ითმენს,მერე შედეგი უცბად არ გამოვა