ლევან ფანცულაიას დოჰაში საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის შანსი რჩება

AutoSharing Option
ყატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს დამთავრდება მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატი რაპიდში (სწრაფი ჭადრაკი). გუშინ, 27 დეკემბერს ვაჟებში ხუთი, ქალებში კი ოთხი ტური გათამაშდა.

უკვე გაუწყეთ, რომ ლევან ფანცულაიამ ასპარეზობის პირველ დღეს სიურპრიზები შემოგვთავაზა.

- ლევან ფანცულაიამ დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი დაამარცხა

ქართველმა დიდოსტატმა გუშინაც გააოცა ქომაგები: ჯერ ჰრანტ მელქუმიანსა (სომხეთი) და მაქსიმ ვაშიე-ლაგრავს (საფრანგეთი) დაუზავდა, შემდეგ კი ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) დაამარცხა. ეტყობა, პლანეტის უძლიერეს დიდოსტატებთან ჭიდილში დაიღალა, რადგან მეცხრე-მეათე ტურების პარტიები ვასილი ივანჩუკსა (უკრაინა) და ალექსანდრ გრიშჩუკთან (რუსეთი) დათმო და
მხოლოდ 6 ქულას მოუყარა თავი, რითაც მეწინავეებს საგრძნობლად ჩამორჩა, თუმცა ჩემპიონატის ბოლომდე კიდევ ხუთი ტურია დარჩენილი და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის გარკვეული შანსი კიდევ არის.

დანარჩენ ჩვენს მოჭადრაკეებს - გიგა ყუფარაძეს, ბაადურ ჯობავას და მიხეილ მჭედლიშვილს 4.5-4.5 ქულა აქვთ. 8 ქულით ვასილი ივანჩუკი ლიდერობს. იან ნეპომნიაშჩი (რუსეთი) და შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) მას ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან. 7 მოჭადრაკეს 7-7 ქულა აქვს. ფანცულაია მე-11 ტურში მსოფლიოს ვიცე ჩემპიონ სერგეი კარიაკინს (რუსეთი) შეხვდება.

ქალებში რვა ტურის შემდეგ 7 ქულით ანა მუზიჩუკი (უკრაინა) მეწინავეობს. იგი უახლოეს მდევრებს - სარასადათ ხადემალშარიეხს (ირანი), კატერინა ლაგნოსა და ალექსანდრა კოსტენიუკს (ორივე-რუსეთი) 1.5-1.5 ქულით უსწრებს.

ნინო ბაციაშვილმა, ლელა ჯავახიშვილმა, ნანა ძაგნიძემ, ალინა კაშლინსკაიამ, ვალენტინა გუნინამ (ორივე-რუსეთი) და ანა უშენინამ (უკრაინა) 5-5, მერი არაბიძემ, სოფიკო გვეტაძემ - 4-4, მაკა ფურცელაძემ - 3.5 ქულა მოაგროვეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოცაგ ლევან
ოლეგი
20:39 31-12-2016
0
ფანცულაია მე-11 ტურში კარიაკინს ეთამაშება თეთრებით. წარმატებები, ფანცუუულ!!!
გარინჩა
15:03 28-12-2016
0

სიახლეები პოპულარული