პარიზის გრან სლემი: ზებედა რეხვიაშვილმა საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანა

AutoSharing Option
12 თებერვალს პარიზის გრან სლემის მეორე საშეჯიბრო დღე გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვა. ზებედა რეხვიაშვილმა (81) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანმა - ბრინჯაოსი.

ფინალში რეხვიაშვილი ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტთან ვაზარით დამარცხდა. ლიპარტელნმა კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჰოლანდიელ მაიკლ კორელს ვაზარით სძლია.

თამაზ კირაკოზაშვილმა (81) ჯერ ჩინელ რიგაქი ნაინი დაამარცხა იპონით, შემდეგ კი იპონით ბრაზილიელ ედუარდო სანტოსთან დამარცხდა.

90 წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა პირველ შეხვედრაში ფრანგ აქსელ კლერგეტთან ვაზარით წააგო. ხოლო ბექა ღვინიაშვილს (90) ბრინჯაოს მოპოვების შანსი ჰქონდა,
თუმცა მედლისთვის ბრძოლაში სლოვენიელ მიხაილ ზგანკთან გაფრთხილებით დამარცხდა.

მეორე შეხვედრიდან გამოეთიშა ასპარეზობას ლაშა ტაველური (100).

ლევან მატიაშვილი (+100) პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა, გურამ თუშიშვილმა (+100) კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მონღოლ დურენბაიარ ულიზბაირთან იპონით წააგო.

შეგახსენებთ, რომ პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ბრინჯაოს მოპოვება შეძლეს. მედლები ამირან პაპინაშვილმა (60) და ვაჟა მარგველშვილმა (66) დაისაკუთრეს.

საერთო-გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მერვე ადგილზე გავიდა, მხოლოდ ვაჟებში კი - მეხუთეზე.
მკითხველის კომენტარები / 10 /
გირები უნდა დაკიდო და ისე არბენიო ყველა, გაუთავებლად! სამარცხვინო... სხვას ვერაფერს იტყვი! და საერთოდ, არ არის მართებული თითქმის თავისივე ასაკის მწვრთნელის დანიშვნა..!
jiji
11:48 13-02-2017
0
მე მგონი ჩვენ ბიჭებს საახალწლოდ კარგი უქმეები ქონდათ და ბევრი მწვადი ჭამეს:) აბა რა გითხრათ, გეთანხმებით ყველას გამძლეობა და ბიზიკური მომზადება - 0. მიხაროდა დრო შემცირდა მეთქი და იმ 4 წუთშიც დაიხოცნენ. ვიმედოვნებ, რომ პირველი ტურნირი იყო და დანარჩენ ტურნირებში მეტი პროდუქტიულები იქნებიან.
levo
11:07 13-02-2017
0

სიახლეები პოპულარული