ზაალიშვილი და მატიაშვილი უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ

AutoSharing Option
გელა ზაალიშვილმა და ლევან მატიაშვილმა +100კგ წონით კატეგორიაში უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

1/4 ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ინალ ტასოევთან დამარცხების შემდეგ ზაალიშვილმა რეპეშაჟში უზბეკ ბეკმუროდოვ ოლტიბოევს სძლია, ბრინჯაოსთვის ბრძოლა კი ნიდერლანდელ იურ სპაიკერს მოუგო.

მატიაშვილმაც მეოთხედფინალში მარცხი რუსეთის წარმომადგენელთან იწვნია - ტამერლან ბაშაევთან, მერე რეპეშაჟში ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა, ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ებრაელ ორ სასონს აჯობა.

ტურნირზე საქართველოს ნაკრები 6 ძიუდოისტით მონაწილეობდა - სამწუხაროდ, ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ფრიდონ გიგანი (73 კგ) და ავთანდილ ჭრიკაშვილი
(90 კგ) მედლების გარეშე დარჩნენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ლიპომ რა ქნა ფინალში? გთხოვთ , მეგობრებო დაწეროთ....
გიორგი 50
27 ოქტომბერი 2020 14:58
0
Koronas dedac raa :)))))
Kutaisi
25 ოქტომბერი 2020 23:52
0
ასე უჯიგროდ, ასე უსისხლოდ, ასე უგულოდ - გეგონება ძალით წაიყვანეს საჭიდაოდო.
თენგაბი
25 ოქტომბერი 2020 18:58
2
არ გეთანხმები! ლევანიმ და გელამ კარგად იჭიდავეს! უნდა ვთქვათ რომ ორთავე რუსი ამ დროისთვის ძლიერები არიან! ტასოევმა შარშან ფინალი კინაღამ მოუგო თუშიშვილის! მათიაშვილმა საერთოდ ორი ბრაზილიელი გოლიათი დაამარცხა (მოურა და სილვა-მეორე ნომრად განთესილი!) და ებრაელ სასონსაც შანსი არ დაუტოვა! ჭრიკიშვილს არ გაუმართლა პირდაპირ მომავალ ჩემპიონთან იგოლნიკოვთან მოხვდა განთესვაში და დამარცხდა! შერაზადაშვილიც იგოლნიკოვმა დაამარცხა!
მწრთვნელი
26 ოქტომბერი 2020 00:33
4
ორივემ 1/4 ფინალში წააგო და მერე რეპეშაჟში მოიგო, ასე რომ, ბრინჯაოზე იჭიდავებენ.
აჩი
25 ოქტომბერი 2020 18:38
0

სიახლეები პოპულარული