ჭიდაობა

ძიუდო

ზაალიშვილი და მატიაშვილი უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ

AutoSharing Option
გელა ზაალიშვილმა და ლევან მატიაშვილმა +100კგ წონით კატეგორიაში უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

1/4 ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ინალ ტასოევთან დამარცხების შემდეგ ზაალიშვილმა რეპეშაჟში უზბეკ ბეკმუროდოვ ოლტიბოევს სძლია, ბრინჯაოსთვის ბრძოლა კი ნიდერლანდელ იურ სპაიკერს მოუგო.

მატიაშვილმაც მეოთხედფინალში მარცხი რუსეთის წარმომადგენელთან იწვნია - ტამერლან ბაშაევთან, მერე რეპეშაჟში ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა, ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ებრაელ ორ სასონს აჯობა.

ტურნირზე საქართველოს ნაკრები 6 ძიუდოისტით მონაწილეობდა - სამწუხაროდ, ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ფრიდონ გიგანი (73 კგ) და ავთანდილ ჭრიკაშვილი
(90 კგ) მედლების გარეშე დარჩნენ.