ვარლამ ლიპარტელიანი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა

AutoSharing Option
29 აპრილიდან 1-ელ მაისამდე ბულგარეთის დედაქალაქი სოფია ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას 11 ქართველი ძიუდოისტიც მიიღებს - კაცებში - 9 და ქალებში 2 წარმომადგენელი. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეროვნულ ნაკრებს ვარლამ ლიპარტელიანი დაუბრუნდა - კაპიტანმა წასვლის შესახებ განცხადება 2020 წლის ოლიმპპიადის შემდეგ გააკეთა.

ლაშა გუჯეჯიანი ევროპირველობაზე შემდეგ სპორტსმენებს დაეყრდნობა:

კაცები:

-60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი;

-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი;

-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი;

-81 კგ: ტატო გრიგალაშვილი;

-90 კგ: ლუკა მაისურაძე;

-
100 კგ:
ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე;

+ 100 კგ:
გურამ თუშიშვილი

ქალები:


-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი;

+78 კგ: სოფიო სომხიშვილი

33 წლის ლიპარტელიანი ევროპის 3-გზის ჩემპიონია, 6-ჯერ კი ვიცე-ჩემპიონიც გახდა. ვარლამს ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები აქვს მოპოვებული.

წყარო: ijf

altთუშიშვილის ოქრო, მაისურაძის ვერცხლი და საქართველოს ნაკრების პირველი ადგილი ანტალიის გრანდ სლემზე [VIDEO]

altგიორგი ტერაშვილმა ანტალიის გრანდ სლემი მოიგო [VIDEO]

altვერცხლის მედალი ანტალიიდან - ჩხვიმიანი ფინალში დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბექაურს მართლა ტრავმა აქვს თუ გადაყვა დროსტარებას.
ტაბუ
08 აპრილი 2022 21:05
0
ასე გაუგრძელდა ჩხვიმიანსაც დროსტარება და ვეღარ შედის ფორმაში.
ჟორა
09 აპრილი 2022 15:20
1
ვინ არის აᲛᲟამად ნაკრების კაპიტანი?
დალი
08 აპრილი 2022 18:07
0
წარმატებები ჩვენს ძიუდოისტებს!!!
tngh
08 აპრილი 2022 16:01
0
კარგია! პორტუგალიელი ფონსეკა გელოდებათ ორთავეს და თუ დაამარცხებთ (სულამანიძეს დამარცხებული კი ყავს თბილისში მისივე გარესარმებით მოუღო ბოლო) გახდებით ევროპის ჩემპიონები! თურქეთში ფონსეკამ სანებლიძე ისე დაკრა, რომ მგონი ნეკნი გაუტეხა (ბრინჯაოსთვის აღარც იჭიდავა)!
მწვრთვნელი
08 აპრილი 2022 11:42
0
კეთილი იყო შენი დაბრუნება,ვარლამ!ძალიან მიხარია!შენთან ერთად,კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით.
სოსო
08 აპრილი 2022 10:51
6
ტერაშვილი რატო არ წაიყვანეს?.. ბიჭმა ტრიმფით მოიგო ანტალიის გრან-პრი...
ქალთა ძიუდოს მეტი ყურადღება, თუ საჭიროა გავაკეთოთ ნატურალიზება, რატო ვისპობთ გუნდურში მონაწილეობის შანსს???
Irakli Apkhaidze
08 აპრილი 2022 10:45
1

სიახლეები პოპულარული