მაისურაძე ფინალში, "თუშის" სამწუხარო წაგება და შერაზადიშვილთან დამარცხებული "ლიპო" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღეა. 4 წონით კატეგორიაში 5 ქართველი მოჭიდავე ვიხილეთ.

-90 კგ

ლუკა მაისურაძე ფინალშია. მან პირველ შეხვედრაში ესტონელ კლეფ კრისტოფერ კალჯულაიდს აჯობა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. შემდეგი მოწინააღმდეგე სლოვაკი პეტერ ძილკა იყო. დაძაბუბული ორთაბრძოლა, სადაც მეტოქეებს 2-2 გაფრთხილება ჰქონდათ, ქართველი ძიუდოისტის გამარჯვებითა და მეოთხედფინალის საგზურით დასრულდა.

ლუკა ფიზიკურად ცუდად არ გამოიყურება, მეოთხედფინალში რუმინელ კერტს ვაზარით აჯობა, ფინალისთვის ბრძოლაში კი უნგრელი კრისტიან ტოტი ერთ წუთზე ნაკლებ დროში "დააიპონა".

გადამწყვეტ შეხვედრაში ლუკას მეტოქე სერბი ბრანკო დრასნოვიჩი
იქნება.

-100 კგ

ვარლამ ლიპარტელიანი ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა და პირველივე მოწინააღმდეგე, გერმანელი რიხარდ ფრეის წინააღმდეგ ძველებური "ანაკონდა" ვიხილეთ.

ვარლამმა მეტოქე ჯერ ვაზარზე მშვენივრად ჩაატრიალა, შემდეგ კი პარტერში საფირმო მუშაობით გერმანელს შანსი არ დაუტოვა და მეტოქემ ბრძოლა შეწყვიტა.

მეოთხედფინალში ვარლამი შვეიცარიელ ეიხთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა
- ძირითადი დროის ბოლოს, თითქოს ქართველი ძიუდოისტი გააქტიურდა და მეტოქე გააფრთხილებინა, თუმცა შებოჭვა მაინც შვეიცარიელმა მოახერხა.

"ლიპო" რეპეშაჟში შერაზადიშვილს დაუპირისპირდა და 3 გაფრთხილებით დამარცხდა - ნიკო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ამავე წონაში, პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ილია სულამანიძე, რომელსაც სერიოზული მეტოქე ჰყავდა - აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი, რომელმაც გამარჯვებას ავასატე - იპონით მიაღწია.

-100 წონის ერთ-ერთი ფავორიტი, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, პორტუგალიელი ფონესკა პოლონელ კუჩერასთან იპონით დამარცხდა. პიოტრმა ეს არ იკმარა და ესპანეთის სახელით მოასპარეზე შერაზადიშვილსაც აჯობა.

+100 კგ

გურამ თუშიშვილმაც გამარჯვებით დაიწყო - გერმანელი ლოსსენ კონე დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. ნახევარფინალში გამსვლელ შეხვედრაში "თუშიმ" ნიდერლანდელი როი მეიერი იპონით ჩამოიცილა.

"თუში" ნახევარფინალში ასევე ნიდერლანდელ იურ სპაიკერთან დასანანად, იპონით დამარცხდა და მხოლოდ ბრინჯაოსთვის უკრაინელი იაკივ ხამოს წინააღმდეგ იბრძოლებს.


მარცხი პირველივე შეხვედრაში

პირველი ორთაბრძოლა დათმო სოფიო სომხიშვილმა (-78) - ნიდერლანდელ მარიტ კამპთან შიდოებით დამარცხდა.

ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, ლაშა გუჯეჯიანის გუნდის ანგარიშზე ტატო გრიგალაშვილის (-81) ოქროსა და ეთერ ლიპარტელინის (-57) ბრინჯაოს მედლებია.

altგრიგალაშვილის ბრწყინვალე რევანში და ოქროს მედალი ევროპირველობაზე [VIDEO]

altგამარჯვება იპონით - ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
არ ვიცი რა 90-ში ბექაურმა და ლუკამ ამ ორმა უმაგრესმა ბიჭმა, როგორ უნდა გაინაწილონ ნაკრებში ადგილი.
ეეე
01 მაისი 2022 16:33
0
უკვე შეიძლება ზოგადი შეფასების სახით ვთქვათ,რომ ამ ჩემპიონატზე ლიდერების გამალებული ფერთხვა მიმდინარეობს თითქმის ყველა წონაში(სხვა ქვეყნებიდანაც). ჩვენებს რაც შეეხებათ,ფაქტია,გუნდი მზად არ არის, ძალიან აკლიათ ბიჭებს შემართება და მონდომება რაც ყველაზე უფრო გულდასაწყვეტია. ქვედა სამმა წონამ ფაქტიურად არც იჭიდავა. რამდენიმეს დისციპლინაში სერიოზული გარღვევა აქვს,ისევე როგორც ტაქტიკურად შეხვედრის სწორად წარმართვაში. კონკრეტულად ლიპოზე უნდა ვთქვა,რომ მიუხედავად უდიდესი პატივისცემისა დროა საკუთარი ცოდნა,უნარები და უზარმაზარი გამოცდილება ახალი ტალანტების აღზრდას მოახმაროს,არ უნდა შეეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება,ბოლობოლო სიტყვა ფასობს. ასევე დროა, ტერაშვილი და სარდალაშვილი ვიხილოთ დიდ ტურნირებზე. იმედია ბიჭებიც და სამწვრთნელო შტაბიც შესაფერის დასკვნებს გააკეთებენ ამ ჩემპიონატიდან.
ალექს
01 მაისი 2022 16:07
2
არაუშავს მისალოდნელიც იყო ეს შედეგი უარესსაც ველოდი პირველი დიდი შეჯიბრია მთავარია აკრიბონ ნელნელა ფორმა ოლიმპიადაზე ფორმაში იყვნენ
სოსო
01 მაისი 2022 15:58
4
რაო რამდენ ოქროს ჩამოვიტანთო ? ავოიე უძლიერესი შემადგენლობაო, იქ შავდათუა, აქეთ ლიპო დაბრუნდაო, იქეთ თუშაო... ისწავლეთ რა ეს წინასწარი ბაქიბუქი არაა კარგის მომტანი და სამწუხაროდ ჟურნალისტები უფრო მეტად აბუქებთ ხოლმე. ჩადით ხოლმე რა მშვიდად, მოიგეთ და ეგეც ძალიან გაგვიხარდება და ასე ქმნით მოლოდინს, რომელსაც მერე ვერ ამართლებთ და ათმაგად გვწყვიტავთ გულებს.
Jaba
01 მაისი 2022 15:39
2
ამ საიტზე ნაღდად არ ყოფილა დათვლილი მაგრამ ასეთ სუსტ გამოსვლას არავინ ელოდა
კაკო წენგუაშვილი
01 მაისი 2022 15:56
0
ბექაური სადაა?
baggio
01 მაისი 2022 15:39
0
ტრავმა აქვს, უკვე დიდი ხანია, ოლიმპიადა ტრავმირებულმა მოიგო
რამდენჯერ?
01 მაისი 2022 15:55
0
კარგი რა გურამ სულ რატომ ჩქარობ?! რა გახდა ცოტა მეტად ტაქტუკურად რომ იჭიდაო?! მერამდენედ უნდა წააგო კონტრილეთით?! ვახ როგორ გული დამწყდა;(
პაატა
01 მაისი 2022 15:09
0
ეტყობა ფიზიკის იმედი არ ააქ და ჩქარობს, რომ მალე მოიგოს და ძალები ეყოს.
ეეე
01 მაისი 2022 15:33
0
რა უაზროდ წააგო თუშიმ, ეცა უაზროდ, მალე უნდოდა მოეგო და კონტრზე მიაყოლა რა. ლიპო არაა ფორმაში, არაა ეს მისი ჭიდაობა რაც ვიხილეთ. ლუკას ბრავო ფინალშია, ტოტთან მაგარი გდება შეასრულა!
zaza
01 მაისი 2022 15:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული