ჭიდაობა

ძიუდო

მეორე ქართველი მეოთხედფინალში - ლიპარტელიანი წარმატებულად გამოსვლას აგრძელებს

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს -57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა გამოსვლა წარმატებულად დაიწყო.

ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და სერბი მარიცა პერესიჩი იპონით დაამარცხა, მერვედფინალში კი იტალიელი ვერონიკა ტონიოლო ხელის მტკივნეულით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.