ღვინიაშვილის ოქრო და სომხიშვილის ვერცხლი აბუ დაბის გრანდ სლემზე

AutoSharing Option
აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემის მესამე დღეს, ტატამზე ექვსი ქართველი ძიუდოისტი წარსდგა, მათგან ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, სოფიო სომხიშვილი კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

90 კგ წონით კატეგორიაში ბექამ თავდაპირველად აზერბაიჯანელი ვუგარ თალიბოვი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, მერვედფინალში კი ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჩიდ ბორჩაშვილს სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, დაძაბულ ბრძოლაში ღვინიაშვილმა ბერძენი თეოდოროს ცელისიდისი იპონით დაამარცხა, ნახევარფინალში ბექამ სერბ ნემანია მაჟდოვს დამატებით დროში შიდოებით სძლია და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, ფრანგი ლორის ტასირი კი 43 წამში იპონით დაამარცხა და
გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა.

დღეს, +78 კგ წონით კატეგორიაში ოქროსთვის იბრძოლებს სოფიო სომხიშვილი, სოფიომ ტრინიდადი და ტობაგოს წარმომადგენელ გაბრიელა ვუდს იპონით სძლია, მეოთხედფინალში კი ტურნირის ფავორიტი ფრანგი ლეა ფონტეი ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც პორტუგალიელ ნუნიესს ასევე ვაზარით სძლია და ფინალში ჩინელ ხუნ სისთან დამარცხდა.

ასევე, საქართველოს სახელით დღეს ტატამზე წარსდგნენ: უშანგი მარგიანი, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი, სამწუხაროდ, ოთხივე მათგანი ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრებმა გრანდ სლემი 4 მედლით დაასრულა, გიორგი სარდალაშვილმა და ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს, სოფიო სომხიშვილმა ვერცხლის, ხოლო ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.


მკითხველის კომენტარები / 9 /
მიდით რა ოქროები მინდა ორივეს გულმხურვალედ გგულშემატკივრობ, ბექა ჩემი ფავორიტია რავიცი მისი ტალანტის მქონემ ოლიმპიად აქამდე რატო ვერ მოიგო ალბათ პასუხი ყველაზე .ეტად მან იცის გისურვებ გადალახო ყოველგვარი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები და ძველი ბექა ყველას რომ ერთი თავით ჯობნიდა ისეთივე დაგვიბრუნდი რაც შეეხება სოფიოს ძალიან მინდა გაუმართლოს ჩინელი ალბათ შემოგიტევს პადიურობა არ გამოვა ჩაუსაფრდი და იქაც დააიპონებ წარმატებები ორივეს, უფალი შეგეწიოთ.
კახა
23 ოქტომბერი 2022 16:15
1
ყოჩაღ, ბექა! ძალიან გვინდა ძველი ბექა და უფრო წარმატებული დაგვიბრუნდეს
თენგაბი
23 ოქტომბერი 2022 17:38
0
გილოცავ ბექა ჩემპიონობას! კიდევ ბევრჯერ მომელოცოს.
გია პაპა
23 ოქტომბერი 2022 17:24
0
რა ბებერო, იგრძენი ახალგაზრდების სუნთქვა ზურგს უკან?
გაბრა.
23 ოქტომბერი 2022 20:44
4
Ადრე დავწერე აქ 70% ნაკრებში სიტუაცია უნდა შეიცვალოს მეთქი და ბევრს არ გესიამოვნათ.თუ ასე გაგრძელდა ცოტა მეტიც გახდება საჭირო.
Ბექა ჩემი ჯილაა.მომწონს ამ კაცის ჭიდაობა. Ბევრი არა ჭიდაობს ასე მოხდენილად.მერე როგორი რაინდია-დამარცხებულ მოწინააღმდეგეს როგორ ეპყრობა.მარცხსაც კაცურად ეგუება და გამარჯვებასაც კაცურად აღნიშნავს.
Ზოგიერთი(გვარებს არ ჩამოვთვლი)იმხელა ყვირილს ასტეხავს ხოლმე რო თბილისში ისმის.
jordan beli
23 ოქტომბერი 2022 19:59
2
ამ ტურნირზე რაც დაგეგმილი იკო ის სჰეცრულდა ერტის გამოკლებიტ სანებლიზისგან მეტს მოველოდი.რაც სჰეეხება ბექას ამ კაცმა უამრავ ადამიანს სჰეაკვარა ზიუდო,ცოტა ადრე გამოპხიზლებულიკო კარგი იქნებოდა,სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.ამ ბიცჰის მოგებაც ლამაზია და ცაგებაც,სულ,სულ გამარჯვება ქარტველებოო.
kako
24 ოქტომბერი 2022 14:03
1
მსოფლიოს ჩემპიონატსაც მოიგებდა ისეთ ფორმაში იყო.
სიმართლე ითქვას მეგონა ტაისონას განაღდებული ქონდა და მეორე მაისურაძე/ბექაურის დუეტიდან შეირჩეოდა.
თურმე სად ხარ, კონკურენციაშიც კი არ შეიყვანეს :(
აბე ჰიფუმი
23 ოქტომბერი 2022 19:49
3
იმედია მსოფლიოზე აჭიდავებენ მაისში
BOSS
24 ოქტომბერი 2022 01:00
1
100-ში უნდა გადახვიდე ბექა! იქ უფრო გვიჭირდები ვედრე 90-ში!
მწრთვნელი
23 ოქტომბერი 2022 23:37
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული