გიორგი ჯაბნიაშვილი აბუ-დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

AutoSharing Option
აბუ-დაბის გრანდ სლემზე 20 წლის გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჯაბნიაშვილმა ანხელ გინი (პარაგვაი) და ჯონ ჯეინი (აშშ) დაამარცხა, მეოთხედფინალი სუნგჰო ლისთან (სამხრეთი კორეა) დათმო, რეპეშაჟში ვუგარ თალიბოვს (აზერბაიჯანი), ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კლენ კალიულაიდს (ესტონეთი) სძლია.

აკაკი ჯაფარიძემ (100 კგ), ონისე სანებლიძემ (100 კგ), უჩა ტაბატაძემ (+100 კგ) და საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) ტურნირზე მედლების მოპოვება ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, აბუ-დაბის გრანდ სლემზე ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა ამ ტურნირზე აქცენტი
ახალგაზრდებზე გააკეთა. 3 ნოემბერს მონპელიეში ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს, სადაც ჩვენი ძიუდოისტები უძლიერესი შემადგენლობით წარდგებიან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ, საინტერესო მოჭიდავე ჩანს, წარმატებები.
rable
20:13 26-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული