ზურაბ ზვიადაური: "ჯარჯი ზვიადაურზე აღარაფერი მკითხოთ, ის ჩემთვის მკვდარია"

AutoSharing Option
ახმეტაში ზურაბ ზვიადაურის სახელობის დარბაზს სახელი შეუცვალეს - "ქართული ოცნების" წევრი ყოფილი ძიუდოისტი ამას თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

ოლიმპიურ ჩემპიონზე სხვადასხვა სახის ზეწოლა პოლიტიკაში წასვლის პირველივე დღიდან ხორციელდება.

როგორც "რეზონანსს" ზვიადაურმა უთხრა, ურეკავდნენ სპორტის სამინისტროდან, ოლიმპიური კომიტეტიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვდნენ. ამ ნაბიჯს მისი მეგობრების სამსახურიდან გათავისუფლებაც მოჰყვა.

- ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ახმეტაში შენი სახელობის დარბაზი გააუქმეს. თუ გაქვს ინფორმაცია, რა მიზეზით მოხდა ეს?
- ზურაბ ზვიადაურის სახელი ერქვა და ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელობის დარბაზად გადააკეთეს. კედლებზე
ჩემი სურათები იყო, რომლებიც ჩამოხსნეს და ამის მიზეზად რემონტი დაასახელეს.

თუმცა შემდეგ ნამუსმა შეაწუხათ - სპორტსკოლის დირექტორმა ადგილობრივ ხელისუფლებას უთხრა, რომ სურათები არ ჩამოეხსნათ, რადგან სირცხვილი იყო. იქ გავიზარდე და ჩემი სახელობის დარბაზი თუ არა, სურათები მაინც ხომ უნდა ყოფილიყო.

- დიდი ხანი არაა, რაც აქტიურ სპორტს თავი დაანებე. ძიუდო რამდენად პოლიტიზებულია?
- ყველამ კარგად იცის, რომ ძიუდო მთლიანად პოლიტიზებულია. თუმცა მარტო ძიუდო არა, სპორტის სხვა სახეობებიც.

სამწუხაროდ, ასე არ უნდა იყოს - სპორტი სპორტია და ამას თავისი დანიშნულება აქვს. პოლიტიკოსს შეუძლია, სპორტსმენს ტაში დაუკრას, მიესალმოს, ხოლო სპორტსმენს თავისი საქმე აქვს და ის საქართველოს წარადგენს სხვადასხვა ტურნირზე.

- ეს ყველაფერი რამდენად აისახება ლონდონის ოლიმპიადაზე?
- დღესდღეობით საქართველოს ძიუდოს ნაკრებს ხელმძღვანელობს უცხოელი (პიტერ ზაიზენბახერი), რომელიც არის ძალიან კარგი, მებრძოლი ადამიანი და გუნდი ხელში ჰყავს დაჭერილი. თუმცა ამ პოლიტიკური სიტუაციის გამო მას ძალიან დიდი ბრძოლის გადახდა მოუწია.

- შენი ბიძაშვილი ჯარჯი ზვიადაური კვლავ აქტიურ სპორტშია. მასზეც ხომ არაა ზეწოლა?
- ჩემს ბიძაშვილზე ნურაფერს შემეკითხებით. თქვენი გაზეთის მეშვეობით ვამბობ, რომ ის ჩემი ბიძაშვილი აღარაა და ჯარჯი ზვიადაურზე აღარავინ აღარაფერი აღარ მკითხოს. ის ჩემთვის მკვდარია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
იხილედ ვრცლად

მარი მგალობლიშვილი
გაზეთი "რეზონანსი"

ასევე იხილეთ:

ოზურგეთის აქციაზე მიმავალი ზურაბ ზვიადაური სიკვდილს გადაურჩა
ზურაბ ზვიადაური: დავით ნამგალაური სპორტსმენებს "აკაჩავებდა"
ზურაბ ზვიადაურიც პოლიტიკაში წავიდა
მკითხველის კომენტარები / 4 /
"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ახმეტაში შენი სახელობის დარბაზი გააუქმეს. თუ გაქვს ინფორმაცია, რა მიზეზით მოხდა ეს?
- ზურაბ ზვიადაურის სახელი ერქვა და ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელობის დარბაზად გადააკეთეს. კედლებზე ჩემი სურათები იყო, რომლებიც ჩამოხსნეს და ამის მიზეზად რემონტი დაასახელეს."

2001–ში მიენიჭა იმ დარბაზს ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელი. პირველმა არხმა გადაცემაც მიუძღვნა... არსებობს ამის კადრები...

იმ დროს დარბაზი საქართველოს პროფკავშირებს ეკუთვნოდა...

ღმერთმა აცხონოს ფარნაოზ ციკვილაძე...
გიორგი
11:52 29-05-2013
0
რა მოხდა და ... რომ არის ეს ზურაბ ზვიადაური ეგ არის,რადგან ჯარჯიმ ის ...ივანიშვილი არ აირჩია იმიტომ უარი თქვა..
daviti
22:18 06-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული