ოლიმპიადა ქართველმა ძიუდოისტებმა წაგებით დაასრულეს [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
მოლოდინისამებრ, ადამ ოქრუაშვილმაც წარუმატებლად დაასრულა გამოსვლა ლონდონის ოლიმპიადაზე - ჩვენებური პირველივე წრეში გერმანელ ევროპის ჩემპიონთან და მსოფლიოს ორგზის ვერცხლისმედალოსან ანდრეას ტოლცერთან წმინდად დამარცხდა.

ამ წყვილში ფავორიტად ურთიერთშეხვედრაში ხუთივე ბრძოლის მომგები გერმანელი მიიჩნეოდა და ოქრუაშვილსაც ეტყობოდა სიფრთხილე. ამით იპონს მართლაც გადაურჩა, მაგრამ მსაჯმა ზედიზედ სამი გაფრთხილებაც მისცა, გერმანელს - ერთი.

ქართველს აშკარად ეტყობოდა, რომ მთელი აქცენტი დაცვაზე ჰქონდა გადატანილი, რასაც ერთხანს ახერხებდა კიდეც. ორჯერ შეტევასაც გადაურჩა, მაგრამ შეხვედრის შუაში გერმანელმა თავისი დომინირება შებოჭვით დაასრულა.

ამდენად, საქართველოს ნაკრებმა ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლა ერთი
ოქროთი დაასრულა - მას 66 კილოგრამში 20 წლის ლაშა შავდათუაშვილი დაეუფლა.

ოქრო ძალიან კარგია, მაგრამ ცუდია, რომ დანარჩენი წონების წარმომადგენლებმა სუსტად იასპარეზეს - მეორე წრეს ვერცერთი ვერ გასცდა.

ასევე იხილეთ:
ლომერ ჟორჟოლიანი - არაფერი გამორჩეული
მწარე ალიყური - ეს არ იყო ვალერი ლიპარტელიანის ჭიდაობა
მორიგი უნიათო მარცხი: ავთანდილ ჭრიკიშვილის წაგება მხოლოდ ტრავმის ბრალია?
ნუგზარ ტატალაშვილმა ისტორია გააგრძელა
ლაშარელა - მეექვსე გაელვება
ბეთქილ შუკვანის 5-წამიანი დრამა
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩაისვარა ცირეკიძემაც რა ! ტყუილად ნუ ვბლატაობთ ხოლმე წინასწარ მერამდენე დღეა უკვე ვისვრით
beqa
13:47 03-08-2012
0
beqa

რა ცირეკიძე?ცირეკიძე ოლიმპიადაზე საერთოდ არ ყოფილა
NIKA
15:17 03-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული